ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

10.07.26 17:15
ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილი 13 წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილსი შეფასებით, ალეკო ელისაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა რომც დადასტურებულიყო, 13-წლიანი სასჯელი მაინც ძალიან ბევრია. 

რეხვიაშვილისვე თქმით, მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში თქვა, რომ რაკი ელისაშვილი ჩადენილ ქმედებას არ ინანიებდა, 13-წლით პატიმრობა ამიტომ განუსაზღვრა.

13 წელი მიუსაჯეს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულებები არ გაითვალისწინა, რაც პირდაპირ მიუთითებდა, რომ აღნიშნული ხანძრის გაჩენა 25 მილიონის ზიანს ვერ გამოიწვევდა. უშუალოდ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე ვსაუბრობ, რასაც პროკურატურამ თავი აარიდა და არ მიმართა, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა ჰიპოთეზურ საკითხს, ეჭვსა და ვარაუდს. ზოგადად, კანონმდებლობით, ყველა ეჭვი, თუ ის საქმეში არსებობს, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, სასამართლომ ყველაზე მძიმე კვალიფიკაცია გამოიყენა. მუხლი 10-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა და 13 წელი მიუსაჯა“, - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

"ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. 

აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები