13 წელი ციხეში - ალეკო ელისაშვილი პირველი პილიტიკოსია საქართველოში, რომელიც ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი ჯერ სხდომათა დარბაზიდან გააძევა, მოგვიანებით კი მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, როდესაც საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები დაპატიმრებულ პოლიტიკოსს ხელბორკილებს ადებდნენ, დარბაზში ტაში გაისმა, თავად ელისაშვილი კი სკანდირებდა: „რუსეთი დედაა! დიდება საქართველოს!“
ვიდრე ელისაშვილს სასამართლოს დარბაზს დაატოვებინებდნენ, მან განსასჯელის სკამიდან განაცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა. პოლიტიკოსის თქმით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა არც ის, რომ განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ირაკლი კობახიძემ მას ტერორისტი უწოდა.
სასამართლოში ბრალდებულის სტატუსით ბოლო სიტყვით გამოსვლისას ელისაშვილმა განმარტა, რატომ მიმართა პროტესტის იმ ფორმას, რომლის გამოც ბრალდება წარედგინა. მისი თქმით, ეს უსამართლო სასამართლოსა და რეჟიმის მიმართ პროტესტი იყო.
ამასთან, ელისაშვილმა კიდევ ერთ გარემოებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ცემის შემდეგ მას პოლიციის მაღალჩინოსანი რონი მესხი მიუახლოვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.