საკადრო გადაადგილებები შსს-ში - გახმაურებული საქმეების ფიგურანტებს მაღალ პოსტებზე აბრუნებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო გადაადგილებებია - სამმართველოების ხელმძღვანელებად გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პოლიციელები ინიშნებიან. ირაკლი დგებუაძე, იოსებ სიგუა და ირაკლი ჩიმაკაძე მაღალი თანამდებობებს იკავებენ. მათი საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.
ირაკლი დგებუაძე, რომლის მიმართაც მზია ამაღლობელს არაადამიანური მოპყრობის ბრალდება აქვს გაჟღერებული, დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ამ პოზიციაზე მას ქალთა მიმართ ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულის, ქურდობისა და ძარცვის საქმეებზე მუშაობა, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობა მოუწევს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დგებუაძე ბათუმის პოლიციას ხელმძღვანელობდა. მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ ის კრიმინალურ პოლიციაში გადაიყვანეს, ახლა კი კვლავ ხელმძღვანელ პოზიციაზე დაინიშნა.
ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ პოლიციელების დაწინაურებას ნიშნავს, რომლებსაც ისინი ძალადობრივ პრაქტიკებთან აკავშირებენ.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.