"ამ 13 წელს სამართალთან კავშირი არ აქვს" - სალომე ზურაბიშვილი ალეკო ელისაშვილზე

10.07.26 19:45
"ამ 13 წელს სამართალთან კავშირი არ აქვს" - სალომე ზურაბიშვილი ალეკო ელისაშვილზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "ძლიერი საქართველოს" წევრის, ალეკო ელისაშილისთვის გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ დაკავებული პოლიტიკოსისთვის მისჯილ 13 წელს სამართალთან კავშირი არ აქვს. 

არ ვიცი რა სცენარი დაუტრიალეს ელისაშვილს, ერთადერთი რამ ვიცი რომ ამ 13 წელს სამართალთან კავშირი არ აქვს და ვინც მონაწილეობს ამ განაჩენების გამოტანაში, ვინც დღეს არცხვენს სიტყვა სამართალს და სასამართლოს, ყველასი დრო დადგება და ყველა ინანებს საკუთარ ლაჩრობას.

დიდ ცოდვას ჩადიან, იციან და მაინც!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

"ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. 

აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

მსგავსი სიახლეები