ირაკლი კუპრაძე: ელისაშვილი არის უკანონო პატიმარი - გავაგრძელებთ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას

11.07.26 11:35
ირაკლი კუპრაძე: ელისაშვილი არის უკანონო პატიმარი - გავაგრძელებთ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას

დღეს ელისაშვილი უკანონო პატიმარია მურუსიძის სასამართლოს პირობებში - ამის შესახებ "ძლიერი საქართველო-ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით "ძლიერი საქართველო-ლელო" გააგრძელებს სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას იმისთვის, რომ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირების - ამ შემთვევაში ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა დადგეს.  

ალეკო ელისაშვილის მიმართ ეს დევნა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი, პროკურატურა და მურუსიძის სასამართლო ახორციელებს, არის სრული უკანონობა. დღეს ელისაშვილი უკანონო პატიმარია მურუსიძის სასამართლოს პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ მათ შორის სამართლებრივ და პოლიტიკურ წინააღმდეგობას, ბრძოლას იმისთვის, რომ დამტკიცდეს სიმართლე და ივანიშვილის პასუხისმგებლობა დადგეს იმ უკანონო და შერჩევითი სამართლის გამო, რასაც ის აკეთებს პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ", - აცხადებს ირაკლი კუპრაძე. 

"ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. 

  • აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

მსგავსი სიახლეები