"ოცნება" ოპოზიციური ველის მოსუფთავებას ჩვეული ხერხებით ცდილობს - პაატა ბურჭულაძის შვილი ბექა ჭულუხაძის დაკავებაზე
პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბექა ჭულუხაძის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ აფასებს. „ძლიერი საქართველოს“ წევრის, შუქრი ბურჭულაძის განცხადებით, ხელისუფლება მსგავსი საქმეებით ცდილობს, ოპოზიციური პოლიტიკური ველი გაასუფთაოს და საზოგადოებრივი ყურადღება 4 ოქტომბრის მოვლენებიდან სხვა თემაზე გადაიტანოს.
ეს მათი, "ქართული ოცნების" ჩვეული ხერხებია, რომ გააშავონ მათთვის არასასურველი პოლიტიკოსები და მოაუსფთავონ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ველი. ისინი ამით ასევე ცდილობენ, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე გადახერხილი ღობის მომენტი გადაფარონ ამით და საერთოდ დაავიწყონ ხალხს და ეცადონ, რომ სხვა გზით წავიდეს საქმე.
მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, ამიტომ თავს ვერ დავდებ, რომ ის სიმართლეს იტყვის და არ დაექვემდებარება "ქართული ოცნების" და სუსის ზეწოლას, ამიტომ მე შემიძლია, მხოლოდ დაველოდოდა ვივარაუდო და იმედი მქონდეს, რომ არაფერი მსგავსი არ იქნება და ის სიმართლეს იტყვის და ყველაფერი ცხადი გახდება, - ამბობს შუქრი ბურჭულაძე.
გუშნ სუს-ში თქვეს, რომ „ბოლო 4 დღის განმავლობაში“ ამზადებდნენ ოპერაციას, რის შედეგადაც „ძებნილი მოქალაქე“ დააკავეს. დაკავებული ბექა ჭულუხაძეა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.
დაკავებულს ბრალად ედება 4 ოქტომბრის მოვლენების პარალელურად, - რასაც ხელისუფლება გადატრიალების მცდელობად აფასებს, - „დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა“.