ბიზნესმენი, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა, სასამართლომ გაამართლა

12.07.26 17:51
ბიზნესმენი, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა, სასამართლომ გაამართლა

ბიზნესმენ დავით მირცხულავას წინააღდემგ 3 წლიანი სასამართლო განხილვა დასრულებულია. მეტალურგიული ბიზნესის მფლობელი დავით მირცხულავა სასამართლომ გაამართლა. საქმე ეხება ბიზნეს რეკეტს, რომლის შესახებაც ვრცელი საგამოძიებო რეპორტაჟი შაბათის ეთერმა მოამზადა და სადაც დავით მირცხულავა დეტალურად საუბრობს იმ ზეწოლაზე, რომელიც წლების განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა. 

როგორც  მირცხულავა ამტკცებს, ზეწოლის უკან ყოფილი მაღალჩინოსნები ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა იდგნენ  და წლების დათმობას ითხოვდნენ. 

სწორედ ამის შემდეგ შევიდა მის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა და პროკურაურამ გამოზიება დაიწყო.

განსახილველიც არაფერი დარჩა, რადგან როგორც თავიდანვე ჩვენ ვამტკიცებდით, არათუ მის მიერ იყო დანაშაული ჩადენილი, თვითონ დანაშაული მომხდარი არ იყო. ბუნებაში არ მომხდარა და შესაბამისად, სასამართლომაც იმსჯელა ისე, როგორც არის, გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოს აზრით, არ უნდ დაყადაღებლიყო და ქვეყნის ეკონომიკა ამხელა ზიანი არ უნდა მისდგომოდა იმიტომ, რომ ამ კომპანიის სიდიდის საქართველოში სულ ათეული კომპანიაა და ეგეთი მნიშვნელობის კომპნიის გაჩერება პარტნიორებს შორის დავის გამო არ იყო აუცილებელი. ის, რაც შეთხზული და სეთითხნილი ჰქონდა პროკურატურას და იმ დროინდელ სისტემას, ამას შეეხო ძალიან კატეგორიულად, - ამბობს მირცხულავა. 

ბიზნესმენი მომხდარს დეტალურად იხსენებს და აღნიშნავს, რომ სასამართლო ამ ნაბიჯს ვერ გაბედავდა, რომ არა „ქართულ ოცნებასა“ და ფარცხალაძეს შორის არსებული  დაპირისპირება. 

3 წელზე მეტია ეს ყელაფერი რაც გრძელდება. გვედავებოდნენ რეალურად თანხის მითვისებას, უბრალოდ, ისინი გაიჭედნენ, შეთხზეს სხვა ისტორია და რაღაც პირების ჯგუფი ჩამოაყალიბეს, როგორც გითხარით, მთლიანობაში ზღაპარი.  დაკავებიდან 10 დღეში ციხეზევე შემოგვთავაზეს გადაფორმება და გასვლა. ამას ისინი ძალიან ორკესტრირებულად აკეთებდნენ, დაჯგუფებაზეა საუბარი, რომელსაც ქსელი საკმაოდ ფართო აქვს. ზვიად ასათიანი ორკესტრირებდა, კონკრეტულად პირი ამას. პირი, რომელიც არცერთ თანამდებობას არ იკავებს, ორკესტრირებდა ფინანსური პოლიციის მოქმედებებსაც და გენპროკურატურისასაც. ზვიად ასათიანი არის პირდაპირი ფარცხალაძის პიროვნება. ჩვენ ცვენ პოზიციიდან არც წავსულვართ უკან, აც ვიხევდით, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა, იმ ქსელის ჩამოშლა და იმის, რაც იყო, ქსელის რღვევაც იმდენად ფართო იყო, ყელამ დავინახეთ საქართველოში უკვე, ამის ჩამოშლა მაინც დიდად წაგვადგა, - ამბობს მირცხულავა. 

მსგავსი სიახლეები