13 წლიანი განაჩენი და ორმაგი სტანდარტის ბრალდება - რას ამბობს ოპოზიცია ელისაშვილის საქმეზე
13 წლიანი განაჩენი ალეკო ელისაშვილს - ოპოზიციური სპექტრის ნაწილსა და იურისტებს მიაჩნიათ, რომ „ძლიერი საქართველოს“ წევრისთვის შეფარდებული 13 წლიანი პატიმრობა ბრალდების სიმძიმეს არ შეესაბამება. მათი შეფასებით, ცარიელ შენობაში ბენზინის დასხმის, შუშების დაზიანებისა და მანდატურებთან დაპირისპირების ტერორიზმად შეფასებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საქმე პოლიტიკურ მოტივსა და პირად შურისძიებას უკავშირდებოდეს.
ელისაშვილის განაჩენმა პოლიტიკოსებს 2016 წელს თბილისში მომხდარი რეალური ტერაქტიც გაახსენა. მაშინ გივი თარგამაძის ავტომობილი დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს. აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი კი სამუდამოდ ეტლს მიეჯაჭვა. მიუხედავად ამისა, თარგამაძის განცხადებით, საქმე ტერორიზმად არ დაკვალიფიცირებულა. ის ასევე აღნიშნავს, რომ იმავე პირს მანამდე ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმაშიც ედებოდა ბრალი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.