ძალადობის ბრალდება და საპასუხო სარჩელი - იოსებ სიგუას საქმის დეტალები
სასამართლომ 25 წლიანი სტაჟის მქონე მაღალჩინოსანი ოჯახში ძალადობაში დამნაშავედ ცნო, იარაღი ჩამოართვა და ყოფილ მეუღლესთან მიახლოება აუკრძალა. მიუხედავად ამისა, პოსტიდან გადამდგარი ძალოვანი სასამართლოში სახელმწიფო უწყების კუთვნილი ავტომობილით მივიდა და იქიდანაც იმავე მანქანით დატოვა ტერიტორია.
სკანდალური საქმე პირველად „შაბათის ეთერმა“ გაასაჯაროვა. იოსებ სიგუას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ქმარი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მათ შორის, 12 სართულიანი კორპუსიდან გადაგდებითა და კასრში მკვლელობით. დაზარალებული ამტკიცებს, რომ სისტემა საკუთარ მაღალჩინოსანს წლების განმავლობაში მფარველობდა და ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაჰყავდა. მისი თქმით, ვითარება მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმე მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ახლა დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის - დაზარალებული ქალი იოსებ სიგუას დაპატიმრებას ითხოვს, თავად ყოფილი პოლიციელი კი ყოფილ მეუღლეს რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჯში.