სუს-ის სპეცოპერაცია და პასუხგაუცემელი კითხვები - როგორ დააკავეს ბექა ჭულუხაძე?

12.07.26 20:55
სუს-ის სპეცოპერაცია და პასუხგაუცემელი კითხვები - როგორ დააკავეს ბექა ჭულუხაძე?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მეორედ ამტკიცებს, რომ ბექა ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში დააკავა. უკრაინაში მებრძოლი და ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ადრე გამოკითხული ჭულუხაძე ამჟამად გლდანის ციხეში იმყოფება. ხვალ მას ადვოკატი მოინახულებს. მთავარი კითხვები კი ისევ პასუხგაუცემელია - რა ვითარებაში აღმოჩნდა ძებნილი პირი სუს-ის ხელში და გამოიყენებს თუ არა გამოძიება მის ჩვენებებს სხვა პირების წინააღმდეგ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბექა ჭულუხაძეს საბრძოლო მასალისა და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების მცხეთის ტყეში დამალვას ედავება. საქმესთან დაკავშირებით ჩნდება კითხვაც - როგორ შეძლო, გამოძიების ვერსიით, იარაღის სამალავების მოწყობა ადამიანმა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, სპეცსამსახურების განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ იმყოფებოდა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები