რას იტყვის პატრიარქი პოლიტიკურ კრიზისზე? - გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილია მეორე წირვას აღავლენს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას აღავლენს.
ყველა ილია მეორე ქადაგების მოლოდინშია, საინტერესოა, რას იტყვის ეკლესიის წინამძღვარი პოლიტიკურ კრიზისზე.
"პირველების" კორესპონდენტის ცნობით, სამებაში მეუფე იაკობი იმყოფება, თუმცა ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა მეუფე ნიკოლოზი, რომლიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ზიარების შემდეგ საპატრიარქომ გაკიცხა.
გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, წმინდა გიორგი გამორჩეული წმინდანია ყველა ქართველისთვის. უამრავ ადამიანს ჰქვია გიორგი და ვულოცავ. დღევანდელ დღეს არის დღე, როდესაც წმინდა გიორგი ბორბალზე აწამეს და სასწაულებრივად გადარჩა და უფლის სასწაულით უვნებელი გამოვიდა. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვა. მისი უწმინდესობა აღავლენს საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში. წირვის ბოლოს იქნება მისი ქადაგება. აღსანიშნავია, რომ 17 წლის წინ სწორედ ამ დღეს ეკურთხა სამების საკათედრო ტაძარი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ", - აღნიშნა არქიმანდრიტმა იოანემ.