„რიყის დოქების“ დანგრევის გადაწყვეტილებას ექსპერტები კორუფციულ გარიგებად აფასებენ

14.07.26 11:39
„რიყის დოქების“ დანგრევის გადაწყვეტილებას ექსპერტები კორუფციულ გარიგებად აფასებენ

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „რიყის დოქების“ დანგრევას თანხმობა გაიცა, ექსპერტების კრიტიკა მოჰყვა.

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე პროცესს „ერთ-ერთ უმსხვილეს კორუფციულ ფაქტს“ უწოდებს.

მისი თქმით, თავის დროზე აღნიშნული შენობა-ნაგებობა მეათედ ფასად სწორედ იმ პირობით გასხვისდა, რომ მისი დანგრევა არ უნდა მომხდარიყო, თუმცა ახლა "ოცნებამ" ეს პირობა შეცვალა. 

რიყის დოქების დანგრევა, პირველ რიგში, ერთ-ერთი უმსხვილესი კორუფციული ფაქტია ივანიშვილის მარიონეტების შემთხვევაშიც კი. თავის დროზე რიყის დოქები, ფაქტობრივად, მეათედ ფასად, 90 მლნ-ის ნაცვლად, 10 მლნ-ად გაიყიდა სწორედ იმ შეზღუდვის გამო, რომ არსებული გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა შენარჩუნებულიყო და იქ საგამოფენო და სამუზეუმო სივრცეეი განვითარებულიყო. აქუციონი ამის გამო, რა თქმა უნდა, შეზღუდული იყო, კონკურენტი ბევრი არ იყო და ამის შემდეგ, რაც. ფაქტობრივად უფასოდ ჩაუგდეს ხელში თავის დროზე ივანიშვილის რუს პარტნიორს, ხიდაშელს ეს მიწის ნაკვეთი, უკვე შეცვალეს ეს პირობა და კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით ინვესტორს უფლება აქვს, დაანგრიოს ეს შენობა-ნაგებობა და იქ ააშენოს სასტუმრო, რაც თავის თავში კაზინოს და რესტორნებსაც მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ადგილი, დაახლოებით 15 ათასი კვ მეტრი მიწის ნაკვეთი რიყეზე ფაქტობრივად, უფასოდ გადაეცა სასუმროს მსენებლობისთვის, - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

კორუფციის მკვლევარის, ბესიკ დონაძის თქმით კი, ხელისუფლებას ახლა ის გადაწყვეტილება მოჰყავს სისრულეში , რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ საჯაროდ დააანონსა. 

საბოლოო ჯამში, მოჰყავს სისრულეში ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც მიიღო მან 2012-13 წელს, როდესაც საჯაროდ განაცხადა, რომ ეს შენობა-ნაგებობა არ მოსწონდა და ეს უნდა დაიშალოს. ახლა, უბრალოდ, ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე ხდება და სახელმწიფოს ხარჯზე შოულობს მისი გარემოცვა ფულს. ანუ მისი პოლიტიკური თანხმობის გარეშე, კობახიძის განკარგულებები ანუ მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებები, რომელიც არ არის თბილისის ინტერესებისთვის და ეს არის კონკრეტული ბიზნესმენის ინტერესი, რომ ამ შენობა-ნაგებობებით იშოვონ ფული. ამ შენობა-ნაგებობამ თავიდანვე მიიღო პოლიტიკური დატვირთვა და ფაქტობრივად, ივანიშვილის პოლიტიკას შეეწირა ეს სენობა-ნაგებობა, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

თბილისის მერიამ "რიყის დოქების" დანგრევაზე თანხმობა გასცა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, "რიყე დომ" 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.

„რიყის დოქები“ თბილისში, ევროპის მოედანზე მდებარე ნაგებობაა, რომელიც ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა მეუღლესთან, დორიანა ფუქსასთან ერთად დააპროექტა. ის არა ერთი ცნობილი ჯილდოს მფლობელია.

მსგავსი სიახლეები