სისტემა დაჭაობებულია - მივა თუ არა გამოძიება დაკავებული საჯარო მოხელეების ხელმძღვანელებთან?

14.07.26 15:29
სისტემა დაჭაობებულია - მივა თუ არა გამოძიება დაკავებული საჯარო მოხელეების ხელმძღვანელებთან?

 სისტემა დაჭაობებულია - ასეთი შეფასება მოჰყვა კორუფციის მკვლევარების მხრიდან სუს-ში გამართულ ბრიფინგს, სადაც ითქვა, რომ ფული ბიზნესიდან მერიებში დასაქმებული ადამაინების ჯიბეში მიდიოდა. 

ექსპერტები, რომლებიც "პირველებმა" ხმაურიანი საქმის ირგვლივ ჩაწერა, პირდაპირ ამბობენ, რომ რელური გამოძიების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული კვალი მაღალჩინოსნებამდე მივიდეს. 

ასე ხდება, როცა კორუფცია არის შერჩევითი და ფასადური - როდესაც აღმოჩენილი პრობლემის შემდეგ, არ ხდება სისტემის შეცვლა. სწორედ ეს დამართა ამ სისტემას და ფული კვლავ იპარება სოციალურად დაუცველების, უფასო სასადილოების და ამ ტიპის სფეროებიდან. ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება მაღალჩინოსნების გავლენის გარეშე. როდესაც ვამბობთ, რომ სისტემა არის კორუფციული-დაჭაობებული, ეს ნიშნავს, რომ კორუფციული წილი ყოველთვის მიდის მაღალჩინოსნების ჯიბეში. ეს არის საქმეების ჩაფარცხვა, იმისთვის რომ გამოძიება და საზოგადოებრივი აზრი არ მივიდეს მაღალჩინოსნებამდე"- აცხადებს იურისტი ბადრი ნიუარი. 

ორგანიზაცია  "შეაჩერე კორუფციას"- დამფუძნებელი ამბობს, რომ საჯარო მოხელეები "მოქალაქეების ჯიბეში ჩაძრომაზე" გადავიდნენ.

 ამ ბოლო ეპიზოდმა ჩვენ გვაჩვენა მასშტაბები - არ ასებობს სფერო, არ არსებობს ისეთი რამ, საიდანაც ფულის გამოდნობა არ შეუძლია. უკვე ბიუჯეტის ფულზეც აღარ არის საუბარი - მოქალაქის ჯიბეში ჩაძრომამდეა მისული საქმე. აბსოლუტურად ყველა სივრცე მოიცვეს. 

ამ საქმეს არანაირი ფუნქცია და დანიშნულება არ ექნება თუ ბაზარი არ გადახალისდება, თუ მაღალი კონკურენცია არ გაჩნდება, რაც უკვე ბიზნესის განვითარებას გამოიწვევს, ასეთ შემთხვევაში ეს აქტი დარჩება ამ ხელისუფლებისთვის თავმოწონების მექანიზმად"- აცხადებს ქეთევან ენუქიძე. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 14 სისხლის სამართლის საქმეზე, ჯამში, 28 პირი დააკავა და მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

სუს-ის ინფორმაციით, საქმეები ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქრთამის აღება, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება, კომერციული მოსყიდვა, სახელმწიფო თანხებისა და მიწების თაღლითურად დაუფლება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ირკვევა, რომ ე.წ. დრაივების მოწყობაც კი თუ კონკრეტულ ადამიანებთან შეთანხმებული არ იყო და საქმეს არ დაალაგებდნენ, შეუძლებელი იყო. ფუტკრების სკების ჩადგმიდანაც კი ფული იჭრებოდა.

მსგავსი სიახლეები