კობახიძის გეგმით, წელს საქართველოდან კიდევ 4000 მიგრანტს გააძევებენ
ირაკლი კობახიძის გეგმით, წელს საქართველოდან კიდევ 4000 მიგრანტს გააძევებენ - მთავრობის მეთაურმა დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ 2026 წლის გეგმა ამ მხრივ გაცილებით "უფრო ამბიციურია"
კობახიძემ ტელეკამერების წინ ისაუბრა ასე ვე გასული 12 თვის სტატისტიკაზეც.
გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური, წელს მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება არის დაგეგმილი ჩვენი ქვეყნიდან, რაც საბოლოო ჯამში რამდენიმე წლიან პერსპექტივაში, სადღაც ოთხ წელიწადში მოგვცემს ამ პრობლემისგან ქვეყნის მთლიანად გათავისუფლების საშუალებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ბუნებრივია საქართველოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.