მგონი, სასჯელი არ აკმაყოფილებს - კობახიძე სააკაშვილს ემუქრება

14.07.26 15:49
მგონი, სასჯელი არ აკმაყოფილებს - კობახიძე სააკაშვილს ემუქრება

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილს ემუქრება - მთავრობის მეთაურმა დღეს თქვა რომ მესამე პრეზიდენტი ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით გამოდის - „მე მგონი მას [მიხეილ სააკაშვილს] თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს". 

"ოცნების" ლიდერმა ამ კომენტარით მესამე პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ  "საქართველოში არჩევნები არ ტარდება და ქვეყანას უნდა დაბრუნება".

აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადებები, მას არაერთი ასეთი განცხადება გაუკეთებია წლების განმავლობაში 2012 წლიდან მოყოლებული, თუმცა ყოველ ჯერზე მისი განცხადებები დარჩა, რა თქმა უნდა, ცარიელ განცხადებებად და ასე გაგრძელდება მომავალშიც. სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, ეს, მე მგონი, ყველასთვის სრულიად ცხადია“.- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები