ნიკა ჩერქეზიშვილი: გარემოვაჭრეებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა - დღეს თუ გამაფრთხილებ, ხვალ ავდგე და სხვაგან გადავიდე
როდესაც მოსახლეობის ასეთ კატეგორიას ეხები, რომელსაც ყოველდღიური ფიზიკური გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა, ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო - ასე ეხმაურება "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ჩერქეზიშვილი ე.წ. დეზერტირების ბაზრობასთან გარემოვაჭრეებისთვის დახლების დაშალს.
ჩერქეზიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერიის მხრიდან გარემოვაჭრეები გაფრთხილებულები იყვნენ, მაინც ძალიან რთულია მათთვის ადგილის შეცვლა - "გარემოვაჭრეებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა - დღეს თუ გამაფრთხილებ, ხვალ ავდგე და სხვაგან გადავიდე".
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას გაჭირვებული ხალხი არ უკვირს და ეს ადამიანებიც ამ გაჭირვებული ნაწილის მნიშვნელვან წილს წარმოადგენენ. მათ ყოველდღიური ფიზიკური გადარჩენისთვის უწევთ შრომა და მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იყო გაფრთხილება, უბრალოდ ეს უნდა იყოს ადეკვატურ ვადებში. ამ ხალხს არ აქვს იმის შესაძლებლობა - ვთქვათ, დღეს თუ გამაფრთხილებ, ხვალ ავდგე და სხვაგან გადავიდე. ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა იყოს ადეკვატურ ვადებში, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ალტერნატივა მოძებნონ. როდესაც მოსახლეობის ასეთ კატეგორიას ეხები, რომელსაც ყოველდღიური ფიზიკური გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა, ამ ადამიანებთან განსაკუთრებული ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო, ერთი მხრივ რომ არ დაზარალდეს სახელმწიფოს და ქალაქის ინტერსები, მეორე მხრივ კი ეს ადამიანები არ აღმოჩდნენ სისტემური წნეხის ქვეშ". - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.