კობახიძე ოპოზიციონერი ლიდერების საქმეს ეხმაურება

14.07.26 16:23
კობახიძე ოპოზიციონერი ლიდერების საქმეს ეხმაურება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი ლიდერების საქმეზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე "პოლიტიკური კვალიფიკაცია ძალიან ცხადია".

მთავრობის მეთაურის მტკიცებით, ბრალდებული პოლიტიკოსები "საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული". 

„პოლიტიკური კვალიფიკაცია ძალიან ცხადია - ეს ადამიანები მთელი მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული. ამას ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში.

რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს სასამართლომ, შესაბამისად, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, - განაცხადა კობახიძემ.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები