მარტა კოსი: 15 ივლისი ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“
„15 ივლისი ევროკავშირის გაფართოების პროცესისთვის „სუპერ სამშაბათია“, – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა, ოთხი მთავრობათაშორისი კონფერენციის დაწყებამდე მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.
მისი თქმით, მოლდოვა, უკრაინა, მონტენეგრო და ალბანეთი დღეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადიან, რაც კანდიდატი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან წინსვლას ნიშნავს.
დღეს მართლაც სუპერ სამშაბათია გაფართოებისთვის. დღემდე არ გვქონია შემთხვევა, რომ ერთ დღეში გაწევრიანების ოთხი მთავრობათაშორისი კონფერენცია ჩატარებულიყო და სწორედ ეს მოხდება დღეს. ამიტომ ეს განსაკუთრებული დღეა ირლანდიის თავმჯდომარეობისთვის და შეიძლება, ითქვას, გაფართხოებისთვისაც იღბლიანი, ოთხ ფოთოლა სამყურაა, რადგან მოლდოვა, უკრაინა, მონტენეგრო და ალბანეთი ევროკავსირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ.
ჩვენი ლიდერი კანდიდატები არიან მოლდოვა და უკრაინა, მათთან ვხსნით მეექვსე კლასტერს, რომელიც ორივე ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს ეხება. ეს კლასტერი ასევე მოიცავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ჰიბრიდულ საფთხეებთან ბრძოლას. ორივე ქვეყანა წვლილს შეიტანს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებაში.
ალბანეთისთვის ეს ისტორიული მომენტია, რადგან იგი იწყებს მოლაპარაკებების თავების დახურვას, ხოლო ცვენი ყველაზე წინ წასული კანდიდატი მონტენეგრო დღეს კიდევ ორ თავს ხურავს. შედეგად 33 თავიდან 18 იქნება უკვე დახურული. ანუ ნახევარზე მეტი, ამიტომ მართლაც ეს არის აღნიშვნის ღირსი. თუმცა, ამავდროულად, მომავალზეც უნდა ვიფიქროთ და კიდევ უფრო ინტენსიურად ვიმუშავოთ. ჩვენ წევრი სახელწიფოების მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი ქვეყნები თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ. სწორედ ამას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, - განაცხადა მარტა კოსმა.
დღეს ბრიუსელში იმართება ოთხი სამთავრობოთაშორისი კონფერენცია მონტენეგროს, ალბანეთის, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის წინ წასაწევად. სამთავრობოთაშორისი კონფერენციების ფარგლებში, უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებები კიდევ ერთი, მე-6 კლასტერის მიხედვით გაიხსნა. ალბანეთი მოლაპარაკებების თავების (25-ე, 26-ე და 30-ე) დახურვის ეტაპზე გადადის, ხოლო მონტენეგრო, რომელიც გაფართოების ქვეყნებს შორის მოწინავეა, მე-8 და 29-ე თავებს ხურავს.