ბადრი ჯაფარიძე: პროცესზე მოწმეების მხრიდან პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ

14.07.26 18:43
ბადრი ჯაფარიძე: პროცესზე მოწმეების მხრიდან პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ 8 ოპოზიცინერი ლიდერის პროცესზე მათ მოწმეების მხრიდან პოლიტიკური განცხადებები მოისმინეს. ამის შესახებ მან პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მოწმეებმა საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები ვერ წარმოადგინეს და მათი განცხადებები მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებსა და პირად შეხედულებებს ეფუძნებოდა. ჯაფარიძე ასევე ფიქრობს, რომ პროკურატურაში მიმართვა მათი საკუთარი ინიციატივა არ ყოფილა და ისინი ამისთვის წაახალისეს.

კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, რომელიც წინააღმდეგია საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების, რომელსაც სურს, ამოიღოს კონსტიტუციიდან 78 მუხლი, ამ პარტიის წარმომადგენლების პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ. ცხადია, რომ ამას ვერანაირი მოწმის ჩვენება ვერ დაერქმევა, მათ თქვეს, რომ ტელევიზიით ნახეს ჩვენი განცხადებები, მათ ეს არ მოეწონათ და შესაბამისად, შეიტანეს განცხადება პრკურატურაში, რომ მათ მიიჩნიეს, რომ განცხადებები თუ ქმედებები არ იყო მათ შეხედულებებთან შესაბამისობაში. ვერანაირი მოწმის ჩვენება ამას ვერ დაერქმევა, ეს იყო პოლიტიკური განცხადებები. ცხადია, რომ ამ ადამიანებს თავში არ მოსვლიათ განცხადებების სეტანა პროკურატურაში, წაახალისეს ისინი, რომ განცხადებები შეეტანათ და გახვიეს ამ გაუგებრობაში, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები