ოპოზიციონერი ლიდერების საქმე - პროკურორი აღიარებს, რომ მოწმეების ჩვენებები მხოლოდ მათი პირადი მოსაზრებები იყო

14.07.26 20:25
ოპოზიციონერი ლიდერების საქმე - პროკურორი აღიარებს, რომ მოწმეების ჩვენებები მხოლოდ მათი პირადი მოსაზრებები იყო

 

 

ოპოზიციონერი ლიდერების საქმის პროკურორი აღიარებს, რომ ის, რაზეც დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ისაუბრეს, მხოლოდ მათი პირადი მოსაზრება იყო. ამის შესახებ რბალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის შემდეგ ისაუბრა.

ანი ხუბეჯაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ "ნეიტრალური საქართველოს" წევრების მიერ მიცემული ჩვენებები ბრალდებასთან კავშირში არ იყო.

ამასთან, პროკურორი ამბტკიცებს, რომ ბრალდებული პირებისთვის ბრალი კონკრეტული ადამიანების განცხადებების საფუძველზე არ წაუყენებიათ. 

ეს იყო კონკრეტული პირის მოსაზრებები, რაც ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში ამ ბრალდებასთან მიმართებით, შემიძლია, ვთქვა, რომ პირდაპირ კავშირში არ იყო. გამოძება პასუხობს კითხვებს მტკიცებულებებით და არა ზოგადად, მოსაზრებებით. ეს იყო კონკრეტული პირის პოზიცია, რომელმაც ეს თავისი მოსაზრებების არგუმენტირებისთვის მოიყვანა. 

ბალდების მხარემ ბრალი კონკრეტულ პირებს წაუყენა არა ვინმეს განცხადების საფუძველზე, არამედ მტკიცებულებების საფუძველზე, - ამბობს ანა ხუბეჯაშვილი.

მსგავსი სიახლეები