რიყის დოქების ნაცვლად სასტუმრო - რატომ ანგრევენ აშენებულს

14.07.26 20:51
რიყის დოქების ნაცვლად სასტუმრო - რატომ ანგრევენ აშენებულს

რიყის დოქების დემონტაჟისთვის მზადება დაწყებულია. შენობას უკვე შემოავლეს სამშენებლო ღობე, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მიიყვანეს, ხოლო თბილისის მერიამ იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის პროექტის დემონტაჟზე ოფიციალური ნებართვა გასცა. დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

შენობა, რომელსაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილი „ზარბაზნის ტუჩებს“ და „წაქცეულ გრაფინებს“ ადარებდა, 14 წლის შემდეგ საბოლოოდ დაიშლება. დედაქალაქის ცენტრში მდებარე ობიექტი, რომლის მშენებლობაც სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაუჯდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღარ ამოქმედებულა. პროექტში გათვალისწინებული იყო მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო სივრცის მოწყობა, თუმცა შენობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული დარჩა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ფუნქცია ექნება ტერიტორიას დოქების დემონტაჟის შემდეგ. იმავდროულად, ექსპერტები ყურადღებას უსაფრთხოების საკითხებზე ამახვილებენ. რიყის დოქები ბარათაშვილის აღმართის საყრდენ კედელს ესაზღვრება, რის გამოც სპეციალურ საინჟინრო დასკვნაში აღნიშნულია, რომ დემონტაჟი ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ უნდა განხორციელდეს. დასკვნის თანახმად, უნდა შენარჩუნდეს ის კონსტრუქციები, რომლებიც ბარათაშვილის აღმართის საყრდენ სისტემას ამაგრებს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები