"ოცნება" ევროკავშირის წინააღმდეგ - დაპირისპირება ბრიუსელთან და გაფართოების ისტორიული დღე საქართველოს გარეშე

14.07.26 21:01
"ოცნება" ევროკავშირის წინააღმდეგ - დაპირისპირება ბრიუსელთან და გაფართოების ისტორიული დღე საქართველოს გარეშე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის სამი წლის შემდეგაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი რჩება.  ირაკლი კობახიძე დღესაც აკრიტიკებდა ევროპელ დიპლომატს და აცხადებდა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია უნდა აღიაროს.

ბრიუსელში კი, სადაც გუშინ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე იმსჯელეს, საქართველო წარმოდგენილი არ ყოფილა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა მედიასთან განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს ქართველ ხალხს უჭერს და არა „ქართულ ოცნებას“. მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაა და არა მოქმედი ხელისუფლების.

ამ განცხადებას „ქართულ ოცნებაში“ მწვავე შეფასებები მოჰყვა.

სანამ მმართველი გუნდი ბრიუსელს თბილისიდან აკრიტიკებს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სხვა კანდიდატი ქვეყნები წინ მიიწევენ. დღეს ევროკავშირში ოთხი მთავრობათაშორისი კონფერენცია გაიმართა: უკრაინამ გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ერთი კლასტერი გახსნა, ხოლო მონტენეგრომ და ალბანეთმა მოლაპარაკებების მორიგ ეტაპზე გადაინაცვლეს. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი კვლავ შეჩერებულია.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები