"დაუსჯელობის წახალისებამ შექმნა ერთგვარი სისტემა" - ნიკოლოზ ალავიძე დაკავებული საჯარო მოხელეებზე

14.07.26 21:43
"დაუსჯელობის წახალისებამ შექმნა ერთგვარი სისტემა" - ნიკოლოზ ალავიძე დაკავებული საჯარო მოხელეებზე

"ჯერ საქართველოს" წევრი, ეკონომისტი ნიკოლოზ ალავიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიო დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც ითქვა, რომ ფული ბიზნესიდან მერიებში დასაქმებული ადამიანების ჯიბეში მიდიოდა. 

ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, "დაუსჯელობის წახალისებამ შექმნა ერთგვარი სისტემა, რითაც ხდებოდა ადამიანების ქვეცნობიერად წახალისება". 

მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის 2025 წლის დოკუმენტში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისებას შეეხება, მოცემულია "სრული კასკადი იმ გამომწვევი მიზეზებისა, რამაც ამ 28 ერთეულ შემთხვევამდე მიგვიყვანა".

ნიკოლოზ ალავიძე აღნიშნავს, რომ დაკავებული 28 ადამიანი მხოლოდ "ერთი პატარა ტოტია იმ განშტოების, რომელიც იკვებება ძალის მიერ". 

მე არ ვიტყოდი, რომ აუცილებლად 2012 წლიდან ეგრევე დაიწყო ეს კორუფცია, შედი-გამოდი პრინციპებია ალბათ... დაუსჯელობის წახალისებამ შექმნა ერთგვარი სისტემა, რითიც ხდებოდა ამ ადამიანების ქვეცნობიერად წახალისება და მიცემა და ეს უკვე მერე მაგალითით ხდება, ვიღაცამ იცოდა ზუსტად, რომ მაგალითად "მელაძის შაბათი" ძალიან სიღრმისეულ ფაქტებზე დაფუძნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდნენ, შემდეგ ეთერში გვაძლევდნენ და ცდილობდნენ, რომ ძალიან ობიექტურად, ფაქტებზე დაფუძნებულად მოეცათ მაყურებლისთვის და აძლევდნენ ყოველთვის, ახლაც აძლევენ უფლებას, რომ მეორე მხარეს ვინც არის მათ თავი იმართლონ, თავისი სიმართლე წარმოადგინონ, რომელიც არასდროს არ უქნიათ, ახლაც რამდენიმე მერს რომ დაუკავშირდნენ, იმათ პრესცენტრთან [გადაამისამართეს]. [...]

სულ ახლახანს გამოქვეყნდა 2025 წლის სახელმწიფო აუდიტის დოკუმენტი, სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისების შესახებ... ეს 2025 წელს ამტკიცებს იმას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, რაც მიკვლევადია, მე ათი წელი შევისწავლე, ნელ-ნელა იზრდებოდა ეს ყველაფერი 2025 წლამდე რაც მოვედით და 2025 წელი არის უკვე კულმინაციური, უკვე შიში გვაქვს იმის 2026 წელს რა დაგვხვდება. აქ არის სრული კასკადი იმ გამომწვევი მიზეზებისა, რამაც ამ 28 ერთეულ შემთხვევამდე მიგვიყვანა. 

ეს ადამიანები კონკრეტულად რასაც აკეთებდნენ, მათ ჰყავთ თავიანთი ზედამხედველი და ა.შ. და ესენი იყვნენ ერთი პატარა ტოტი იმ განშტოების, რომელიც იკვებება ძალის მიერ. ამ 28 შემთხვევაზე და ამ მილიონ ლარზე არ დავპატარავდებოდი და დავუბრუნდებოდი 2025 წლის აუდიტს. "ქართული ოცნების" პირადი ორგანიზაციაა ეს აუდიტიც და იქ ისეთი დარღვევებია აღმოჩნეილი, რომელსაც თვითონაც ვერ მალავენ," - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 14 სისხლის სამართლის საქმეზე, ჯამში, 28 პირი დააკავა და მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

სუს-ის ინფორმაციით, საქმეები ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქრთამის აღება, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება, კომერციული მოსყიდვა, სახელმწიფო თანხებისა და მიწების თაღლითურად დაუფლება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ირკვევა, რომ ე.წ. დრაივების მოწყობაც კი თუ კონკრეტულ ადამიანებთან შეთანხმებული არ იყო და საქმეს არ დაალაგებდნენ, შეუძლებელი იყო. ფუტკრების სკების ჩადგმიდანაც კი ფული იჭრებოდა.

მსგავსი სიახლეები