"ნეიტრალური საქართველოს" შემდეგ, "ოცნებაშიც" ირწმუნებიან, რომ საქართველოში რევოლუციის მცდელობის უკან ევროპული ფონდები იდგნენ
"ნეიტრალური საქართველოს" შემდეგ, "ქართული ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ 8 ოპოზიიონერი პოლიტიკოსი, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს, "მტრულ საქმიანობაში" არიან ჩართულები.
დღეს "ოცნების" ლიდერებმა "ნეიტრალური საქართველოს" წევრების მიერ სასამართლოს წინაშე გაკეთებული განცხადებების მსგავსი კომენტარები გააკეთეს.
ნინო წილოსანმა "ნეიტრალური საქართველოს" წევრების მსგავსად დღეს გააკრიტიკა კაია კალასი და თქვა, რომ იმ ყველაფერს, რაც 2024 წელს საქართველოში ხდებოდა, "ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა დიფ-სთეითის და არაფორმალური გავლენებისგან".
ეს არ არის პოლიტიკური ველი - ეს არის დამნაშავეების ველი, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დანაშაულებები ჩადენილი, რომლისთვისაც ისინი გადიან სასამართლო პროცესებს, რიგი მათგანი უკვე ბრალდებულია და შესაბამის პასუხისმებლობაში არის მიცემული.
მაგალითად, გუშინ კაია კალაის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურას წარმოადგენს და ის ნამდვილად არ ეკუთვნის ამ შემთხვევაში თავის თავს, პირდაპირ, ურცხვად და ყველანაირი პროტოკოლის დარღვევით ამბობს, რომ ის არ ეთანამშრომლება ქართველი ხალის ოფიციალურად არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის იმ თავისი ძირითადი მისიის პირდაპირ უგულებელყოფა, რომელიც წესით ევროკომისარმა და ევრობიუროკრატმა უნდა ატაროს. ამიტომ, როდესაც ასეთ განცხადებებს უკვე პირდაპირ აკეთებენ, რა თქმა უნდა არ გვიკვირვს, რომ მათი მხრიდან, როგორც პირდაპირ ასევე არაოფიცილაურად და არაფრომალურად ხდებოდა იმ რადიკალიზმის მხარდაჭერა და წახალისება, რომელსაც ჩცენ წლების განმავლობაში საქართველოში ვუყურებდით. ფაქტია, რომ ის ყველაფერი რაც 2024 წელს საქართველოში ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში. მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა დიფ-სთეითის და არაფორმალური გავლენებისგან", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
დავით მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში რევოლუციის მცდელობის უკან ევროპული ფონდები იდგნენ და სწორედ ევროპული ფონდების მეშვეობით ხდებოდა რევოლუციის მცდელობის დაფინანსება.
არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, რომ ხაზგასმით ხდება აღნიშნვნა და მკვეთრი ფერებით ხდება გამოკვეთა იმ ნეგატიური როლისა, რაც ევრობიუროკრატიას დღეს საქართველოში გააჩნია - ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი მცდელობა ძალადობრივი რევოლუციისა, რომლის უკან იყო ფონდები ევროპიდან და სწორედ ამ ფონდების მეშვეობით ხდებოდა რევოლუციის მცდელობის დაფინანსება. რა გასაკვირია, თუკი ხდება რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დასახელება სასამართლო პროცესებზე, ვინც ამ რევოლუციური და ძლადობრივი ქმედებების უკან იდგა.
ის ნეგატივი, რა შეგნებულად იმ აგენტურული ოპოზიციის დანოსებით და ტყუილზე იქნება აგებული საქართველოს წინააღმდეგ, ესეც არის ცხადი", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ივანიშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ქადაგიშვილისთის, კი ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის რუსთაველის გამზირზე მისვლა აღმოჩნდა მიუღებელი.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მიზნები ამოძრავებთ აი ამ ძალებს - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ეს არის კატასტროფა, როდესაც ევროკავშირი არჩევნების დღეს არა არჩევნების მხარეს დგას, არამედ დგას გადატრიაების მხარეს. გვახსოვს ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება - რომ ის დგას თავისუფლებაზე შეკრებილი ადამიანების გვერდით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მიზნები ამოძრავებთ აი ამ ძალებს - რა სურთ და საითკენ არიან მიდრეკილები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არავის არ ვუგონებებთ, მათსავე ნათქვამს ვიმეორებთ", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ოზოციციონერების ადვოკატების განცხადებით, „ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა გუშინ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციები აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ დაფინანსებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასეს.
უფლებადამცველების თქმით, მოწმეებმა ასევე ახსენეს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო ევროკავშირის მაღალჩინოსნები – ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი – მიმდინარე პროცესებთან დააკავშირეს და თქვეს, რომ ეს ადამიანები არიან საერთაშორისო დანაშაულებრივი, აგენტურული ქსელის წევრები არიან, რომლებიც გეგმავდნენ და მონაწილოებდნენ ანტიქართულ მოქმედებაში.
- ცნობისთვის, სწორედ "ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლების განცხადების საფუძველზეც დაიწყო საქმის წარმოება პროკურატურამ 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ.
გამოძიების ეტაპზე, ჩვენებებში, რომელიც "პირველებს" ჰქონდა მოპოვებული, ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი უმტკიცებენ პროკურატურას, რომ "ოცნების" დასანქცირების მიზნით, დასავლეთში გაგზავნილი წერილები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებები კი მოღალატეობრივია.