ვინც მხედრიონთან ერთად დარბოდა, დღეს ყველა ივანიშვილის გუნდშია - კახა კუკავა ნანა კაკაბაძეს წარსულს ახსენებს
“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა, ნანა კაკაბაძეს საბჭოთა წარსულს და ჯაბა იოსელიანთან პოლიტიკურ კავშირებს ახსენებს.
კუკავას განცხადებით, ყველა ის ხალხი, ვინც მხედრიონთან ერთად დარბოდა თბილისის ქუჩებში - ნანა კაკაბაძეთი დაწყებული, გოგა ხაინდრავათი დამთავრებული, დღეს ყველა ივანიშვილის ინტერესების გამტარია.
რადგან ივანიშვილი არის ზუსტად იმ სიგუას და კიტოვანის მენტალური და იდეური გაგრძელება - რაც ხდებოდა 1992 წელს, იგივეს მოხარშვას ცდილობს დღეს, 21-ე საუკუნეში დამოუკიდებელ საქართველოში" - ამბობს კუკავა.
ქალბატონმა კაკაბაძემ ერთხელ უკვე თავის პარტნიორთან, ჯაბა იოსელიანთან ერთად მოასუფთავა პოლიტიკური ველი 1992 წელს და ლოგიკურია ძალიან, რომ ის ხალხი, ვინც მხედრიონთან ერთად დარბოდა თბილისის ქუჩებში და სამეგრელოში და რაც დააყენეს ქვეყანას, გვახსოვს - ნანა კაკაბაძეთი დაწყებული, გოგა ხაინდრავათი დამთავრებული, ყველა არის დღეს ივანიშვილის გუნდში. რადგან ივანიშვილი არის ზუსტად იმ სიგუას და კიტოვანის მენტალური და იდეური გაგძელება - რაც ხდებოდა 1992 წელს, იგივეს მოხარშვას ცდილობს დღეს, 21-ე საუკუნეში დამოუკიდებელ საქართველოში.
“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი "ტვ პირველის" საშუალებით მიმართავს ბიძინა ივანიშვილსაც და უთვლის, რომ ოპოზიციონერი ლიდერების საქმე მას არანაირ პოზიტიურ შედეგს არ მოუტანს.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იდიოტური გადაწყვეტილება, რასაც იღებს ივანიშვილის რეჟიმი. მე მინდა პირდაპირ ბიძინას მივმართო, მას უყვარს ანგარიში, კალკულაცია, არვიცი ეს გენიალური იდეა კობახიძემ მიუტანა თუ მდინარაძემ, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება ფასდება ასე - პლუსი მეტი აქვს თუ მინუსი. ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტრული შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი პროცენტი დარწმუნდება იმაში, რომ ქვეყანაში არის დიქტატურა და მზად იქნება იმისთვის, რომ თვითონ ივანიშვილი გასამართლდეს, როცა ეს ხელისუფლება დამთავრდება. მეორე კონკრეტული შედეგი იქნება ის, რომ კიდევ უფრო მეტი სახელმწიფო საერთშორისო ასპარეზზე დარწმუნდება იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გარდა, სხვა რაიმე მეთოდის გამოყენებას აზრი არ აქვს. პოზიტიური შედეგი ამას ექნება ნულოვანი. ვინც ეს გადაწყვეტილება ურჩია ივანიშვილს, მინდა ვუთხრა - კარგად დაფიქრდი, შენთვსი სიკეთეს აკეთებს თუ ბოროტებას", - აცხადებს კახა კუკავა.
გუშინ 8 ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ნანა კაკაბაძემ თქვა, რომ მისი მიზანი ქვეყანაში რეალური ოპოზიციაის გაჩენაა.
ეს კრიმინალები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას. ციხე არსებობს კრიმინალისთვის - თქვა კაკაბაძემ.
ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან: ნანა კაკაბაძე - ჯაბა იოსელიანის პროცესზე