ბიძინა ივანიშვილი ძალიან მალე მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე - შალვა ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში პოლიტიკური "პარტიების გენოციდურ დევნას" ახორციელებს.
ოპოზიცონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ სწორედ ოპოზიციის დევნა იქნება ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი, რის გამოც ძალიან მალე ივანიშვილს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე გაასამართლებენ.
ის, რაც ახლა ხდება ქვეყნის თავს, ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პოლიტიკური პარტიების გენოციდური დევნა ქვეყანაში. ამას გეუბნებით, როგორც იურისტი.
თუ მოვახდენთ ცნობილი ფრანგული ფილმის პერეფრაზირებას, საქართველო ივანიშვილების საოჯახო მძევალი სათამაშოა. ეს ყველაზე რბილი შეფასებაა. მე მსოფლიო პოლიტოლოგიაში არ მახსენდება ეპიზოდები, სადაც პოლიტიკური პარტიების ჯგუფი ითხოვდა სხვა პოლიტიკური პარტიების გაუქმებას და დაჭერას. პარტიებსი გაუქმება, აკრძალვა, შეუძლია მხოლოდ ხალხს სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებში. სხვა მოდელი კაცობრიობას არ მოუცია და ივანიშვილის აი ეს საქმიანობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ნასახი აღარ დარჩა დემოკრატიის - მიდის დიქტატურის ზეობაა და აი ისინი, ვინც დაიქირავა და ასეთ ბინძურ საქმეებს აკეთებინებს, სამუდამოდ ემშვიდობებიან ყოველგვარ პოლიტიკას.
არანაკლები ულმობელი გახლავართ მე პარტიების მიმართ, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მოვითხოვო დაჭერები, აკძალვები და გაუქმებები. ეს ვიმეორებ, პოლიტიკური კოდექსის არანაირ წესში არ წერია და მაინცდამაინც საქართველოში უნდა მოვესწროთ ყველანაირ ორიგინალურ, ტრაგიკულ უცნაურობას", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
"ნეიტრალური საქართველოს" შემდეგ, "ქართული ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ 8 ოპოზიონერი პოლიტიკოსი, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს, "მტრულ საქმიანობაში" არიან ჩართულები.
რა თქვეს "ნეიტრალური საქართველოს" წევრებმა გუშინ სასამართლოზე:
ოზოციონერების ადვოკატების განცხადებით, „ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა გუშინ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციები აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ დაფინანსებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასეს.
უფლებადამცველების თქმით, მოწმეებმა ასევე ახსენეს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო ევროკავშირის მაღალჩინოსნები – ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი – მიმდინარე პროცესებთან დააკავშირეს და თქვეს, რომ ეს ადამიანები არიან საერთაშორისო დანაშაულებრივი, აგენტურული ქსელის წევრები არიან, რომლებიც გეგმავდნენ და მონაწილოებდნენ ანტიქართულ მოქმედებაში.