მძღოლი, რომელიც ზურა ჯაფარიძეს დაეჯახა, იდენტიფირებულია

15.07.26 16:38
მძღოლი, რომელიც ზურა ჯაფარიძეს დაეჯახა, იდენტიფირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ავატოავრიის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) დაიწყო - ამის შესახებ "პირველებს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. 

როგორც შსს-ში ამბობენ, იდენტიფიცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მოძღოლი. 

ცნობისთვის,  ზურა ჯაფარიძე სკუტერით გადაადგილდებოდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. პოლიტიკოსს დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა აღენიშნება. 

ჯაფარიძეს კლინიკა "მედი ქლაბში" გამოკვლევები ჩაუტარდა. კლინიკაშივე მოხდა "გორჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის გამოკითხვაც. 
 

მსგავსი სიახლეები