ჯაბა იოსელიანიდან - ბიძინა ივანიშვილამდე - ვინ ითხოვს ლიდერების ციხეში გაშვებას?

15.07.26 20:12
ჯაბა იოსელიანიდან - ბიძინა ივანიშვილამდე - ვინ ითხოვს ლიდერების ციხეში გაშვებას?

ჯაბა იოსელიანიდან - ბიძინა ივანიშვილამდე. ნანა კაკაბაძეს, რომელიც თავად ამბობს, რომ ოპოზიციის არსებული შემადგენლობა უნდა გაანადგუროს, დღეს წარსული შეახსენეს.  როდის, რა ვითარებაში და  ვის თამაშს თამაშობდა ქალი, რომელიც დღეს პროკურატურის ოქროს მოწმეა, კარგად ახსოვს კახა კუკავას. მიუხედავად იმისა, რომ კუკავა ბრალდებულ პოლიტიკოსებთან პოლიტიკურ დაპირიოსპირებაშია არ უჭირს სახელი დაარქვას საქმეს, რის გამოც ახლა საბრალდებო სკამზე 8 პოლიტიკური ლიდერი ზის.

"ივანიშვილი პარტიებს გენოციდს უწყობს" - ასეთია შალვა ნათელაშვილის შეფასება. პოლიტიკოსი, რომლეიც არცერთი იმ პარტიის წევრი არ არის ვის ლიდერებსაც მრავალი წლით ციხეში უშვებენ, გაოგნებას ვერ მალავს. დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის წინ ჰააგის სასამართლო ელის სწორედ იმ საქმის გამო, რომელიც პროდასავლურ ოპოზიციას "შეუთითხნეს". 

პოლიტიკოსების შეფასებით, ჯერ პოლიტიკური ველის მოსუფთავების სურვილით შეპყრობილმა ნანა კაკაბაძეს  გათქვა ოპოზიციის დევნის საქმის მთავარი მიზანი, შემდეგ კი "ოცნების" ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით დააანონსეს პოლიტიკოსების გასამართლება, ისე რომ სასამართლოს ჯერ ვერდიქტი არ გამოუცხადებია.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები