ერთიანობა, როგორც გამარჯვების ფორმულა - როგორია ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმა

15.07.26 20:22
ერთიანობა, როგორც გამარჯვების ფორმულა - როგორია ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმა

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას საყვედურობს და გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატება სხვა გზებით შეუძლებელია. სოციალურ ქსელში, პირდაპირი ჩართვის მთავარი ადრესატები სწორედ პოლიტიკური პარტიები არიან. ზურაბიშვილი მათ უუნარობაში სდებს ბრალს და მოუწოდებს, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესი.

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ვერშემდგარი გაერთიანებების მიზეზი ბევრია, თუმცა მათ შორის ეჭვი "ქართული ოცნების" გავლენებზე აქვს. მათ შორის ასახელებს ოპოზიციაში შექმნილ ალიანსს და მათ ერთიანობაში გაჩენილ ბზარსაც ივანიშვილის პარტიას უკავშირებს.

ფაქტი ერთია, რომ ზურაბიშვილი არჩევნების იდეას იცავს და მასში მონაწილეობას ემხრობა. მეტიც, ამბობს, რომ ეს არ იქნება რიგითი არჩევნები და მის ბედი ხალხის  ერთიანობამ და მობილიზაციამ უნდა გადაწყვიტოს. ეკა ბესელია პირველებთან ამბობს, რომ "ოცნებას" მომავალშიც ექნება ჩარევის ცდუნება.

სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციაში აკრიტიკებენ. პოლიტიკურ პარტიებში მეხუთე პრეზიდენტს ამ დრომდე მიღებულ ან არმიღებულ გადაწყვეტილებებს უხსენებენ და უთვლიან, რომ ამ ვითარებაში მასაც აქვს საკუთარი წვლილი.

ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმა - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები