რას ითხოვს ივანიშვილი ამერიკისგან?

15.07.26 20:57
რას ითხოვს ივანიშვილი ამერიკისგან?

ბიძინა ივანიშვილმა ადამიანები სავაჭრო ვალუტად აქციაა - გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Examiner-ი წერს, რომ ვაშინგტონმა ავტორიტარებს უნებლიეთ ახალი გაკვეთილი მისცა, რომელიც თბილისში, ივანიშვილმა იდეალურად აითვისა.

ბელარუსში, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ პატიმრების გათავისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილს ტრამპის ადმინისტრაციასთან ვაჭრობის უპრეცედენტო შანსი დაანახა. "საქართველოში ერთი მისამართია და ის ჩემია,  თუ მე მომიშორებთ დასარეკიც არავისთან გექნებათ" - სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ენით ესაუბრება "ოცნების" ლიდერი დასავლელ პარტნიორებს. 

ავტორი მიიჩნევს, რომ ამით ვაშინგტონმა აჩვენა, რომ პოლიტიკური პატიმრები არის კონვერტირებადი ვალუტა, რომლითაც ავტორიტარებს შეუძლიათ ვაშინგტონთან ვაჭრობა და სანქციების მოხსნა. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სტატიაში ქართველ ოლიგარქად არის მოხსენიებული, თითქმის 2 წელია ამერიკული სანქციების ქვეშ არის, მისი 1 მილიარდი გაყინულია და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციბი, ტრამპის ადმინისტრაციამაც გაახანგრძლივა. ახლა ჩნდება კითხვა, რას აკეთებს ბიძინაა ივანიშვილი გაყინული მილიარდების დასაბრუნებლად და არის თუ არა ეს პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობაა? 

ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები