ელისაშვილის საქმე - სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს

15.07.26 21:09
ელისაშვილის საქმე - სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს

ალეკო ელისაშვილს, ოჯახის წევრების ნახვის შეზღუდვა ისევ არ მოეხსნა. განაჩენის გამოცხადების მიუხედავად ელისაშვილის ნახვის უფლებას ოჯახის წევრებს ისევ არ აძლევენ. შეზღუდვის გაგრძელების ახალი არგუმენტი ე.წ ძაღლების ეპიზოდია, ამ საქმეში ერთადერთი მტკიცებულება კრიმინალისტი ძაღლები არიან. საინტერესოა, როგორ მოახდენს მათზე ზეწოლას ციხიდან ალეკო ელისაშვილი. 

ელისაშვილის წინააღმდეგ, დღეს ასპარეზზე ისევ შალვა პაპუაშვილი გამოვიდა. სწორედ შალვა პაპუაშვილი იყო, პირველი, რომელმაც ელისაშვილი ტერორისტად გამოაცხადა. დღეს მან ოპონენტის წინააღმდეგ, რომლის გვერდით პარლამენტში არა ერთი წელი იჯდა, ახალი კამპანია დაიწყო. 

შალვა პაპუაშვილს ალეკო ელისაშვილმა ცოლმა შეახსენა ვინ არის ნამდვილი ტერორისტი და ვინ თანამშრომლობს ტერორისტებთან. 

ის რომ ალეკო ელისაშვილის 13 წლით ციხეში გაშვება, უსამართლო სასჯელია პირდაპირ ამბობს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი, ბრალის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს სასამართლო მეგობრის სტატუსით მიმართავს. 

ხატია სამხარაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები