"შეჯახება ახსოვს, მაგრამ იმ მომენტთან დაკავშირებით ამნეზია აქვს" - გია ჯაფარიძე ზურა ჯაფარიძეზე
დიპლომატმა, ზურა ჯაფარიძემ მისი ძმის, კოალიცია "ცვლილებისთვის", ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
მისი ცნობით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელსაც მანქანა დაეჯახა კლინიკაში განმეორებითი კვლევები უტარდება.
გია ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მან არ იცის, ვინ არის ავტომობილის მძღოლი, რომელიც მის ძმას დაეჯახა. მისივე განმარტებით, ზურა ჯაფარიძეს შეჯახება ახსოვს, თუმცა "იმ მომენტთან დაკავშირებით ამნეზია აქვს".
კარგად გრძნობს-თქო [თავს] ვერ გეტყვით, ტვინის შერყევა, დაბეჟილობები და მე რამდენადაც ვიცი, ახლა განმეორებით კვლევაზე უნდა იყოს ჰოსპიტალში და შემდეგ დაბრუნდება სახლში.
არა, არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით [ვინ არის პიროვნება, ვინც ზურა ჯაფარიძეს დაეჯახა]. როცა მე ზურას ველაპარაკე, შეჯახება ახსოვს, მაგრამ იმ მომენტთან დაკავშირებით ამნეზია აქვს და ალბათ ჯობს დაველოდოთ, თუ გაიხსენებს, ან ალბათ ისევ ზურას მიმართოთ ჯობს," - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძე სკუტერით გადაადგილდებოდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. პოლიტიკოსს დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა აღენიშნება.
ჯაფარიძეს კლინიკა "მედი ქლაბში" გამოკვლევები ჩაუტარდა. კლინიკაშივე მოხდა "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის გამოკითხვაც.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) დაიწყო.
როგორც შსს-ში ამბობენ, იდენტიფიცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი.