"ვცდებით, როდესაც ან ლუკაშენკოს, ან პუტინს ვადარებთ ხოლმე ივანიშვილის მმართველობას, ეს ალბათ უფრო ცუდი მმართველობაა" - გია ჯაფარიძე

15.07.26 21:48
"ვცდებით, როდესაც ან ლუკაშენკოს, ან პუტინს ვადარებთ ხოლმე ივანიშვილის მმართველობას, ეს ალბათ უფრო ცუდი მმართველობაა" - გია ჯაფარიძე

"მე მგონია, რომ ჩვენ ვცდებით, როდესაც ან ლუკაშენკოს,  ან პუტინს ვადარებთ ხოლმე ივანიშვილის მმართველობას, მე მგონია, რომ ეს ალბათ უფრო ცუდი მმართველობაა​," - ამის შესახებ დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს საქართველოში ერთი ოჯახის მმართველობა ოფიციალური გახადოს - "საქართველოში მყარდება ერთი ოჯახის უკვე ფორმალური დიქტატურა". 

გია ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ასევე აპირებს პოლიტიკური ლიდერები ციხეში გამოამწყვდიოს, აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, შედეგად "2028 წლის არჩევნები დაემსგავსება ისეთ არჩევნებს, როგორიც ტარდებოდა საბჭოთა კავშირში". 

მე მგონია, რომ ჩვენ ვცდებით, როდესაც ან ლუკაშენკოს,  ან პუტინს ვადარებთ ხოლმე ივანიშვილის მმართველობას, მე მგონია, რომ ეს ალბათ უფრო ცუდი მმართველობაა. ყველანაირი ნიშანია იმისა, რომ ის აპირებს აქ ერთი ოჯახის მმართველობა ოფიციალური გახადოს, ისედაც ვართ ჩვენ ერთი ოჯახის მმართველობაში, მაგრამ ეს იქნება ისეთი ერთი ოჯახის მმართველობა, როგორიც გვაქვს ზოგიერთ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოში. მე მგონია, რომ ამისკენ მიჰყავს საქმე. რა თქმა უნდა, მას ეს აწყობს, მას ეს ხელს აძლევს იმიტომ, რომ ის აპირებს აქ დაამყაროს ასეთი ტიპის დიქტატურა, ის აპირებს, რომ პოლიტიკური ლიდერები გამოამწყვდიოს ციხეში, აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, 2028 წელს, როცა უწევს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, იმ მომენტისთვის დღეს, ვინც ცოტათი მაინც პოლიტიკურად აქტიურია, ან პოლიტიკური პარტიებიდან, ან სამოქალაქო სექტორიდან, ან მედიიდან, ან კიდევ სხვა სფეროდან, მათ არსებული რეპრესიული კანონმდებლობით ისედაც ეკრძალებათ კენჭისყრა, ანუ 2028 წლის არჩევნები დაემსგავსება ისეთ არჩევნებს, როგორიც ტარდებოდა საბჭოთა კავშირში, ან როგორსაც ატარებს მაგალითად ჩრდილოეთ კორეა. 

მე მგონია, რომ ეს არის მიზანი, საქართველოში მყარდება ერთი ოჯახის უკვე ფორმალური დიქტატურა და ამ გეგმისკენ ის მიდის ძალიან მწყობრად და მიზანმიმართულად და ამისთვის სჭირდება დღეს ეს პოლიტიკური ლიდერები, შემდეგ ამას უკვე სხვა ადამიანებიც მიჰყვებიან," - განაცხადა გია ჯაფარიძემ.