Atlantic Council: საქართველო თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსში პოზიციებს ჰკარგავს

16.07.26 10:29
Atlantic Council: საქართველო თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსში პოზიციებს ჰკარგავს

საქართველო თავისუფლებისა და კეთილდღეობის გლობალურ ინდექსში პოზიციებს კარგავს. ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 171 ქვეყანას მოიცავს, საქართველო იმ სახელმწიფოებს შორისაა, სადაც თავისუფლების მაჩვენებელი გაუარესდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის რეიტინგზე უარყოფითად აისახა კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, კორუფციისა და საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემები, ასევე პოლიტიკური თავისუფლებების გაუარესება.

„ბურკინა-ფასოს, ეკვადორის, ელ-სალვადორის, საქართველოს, ინდონეზიის, მიანმარის, ნიკარაგუის, პერუს, სუდანისა და ტუნისის მსგავს ქვეყნებში 2020 წლიდან სამართლებრივი ქვეინდექსის (Legal Subindex) მნიშვნელოვანი გაუარესება დაფიქსირდა. რიგ შემთხვევებში ეს ცვლილებები სახელმწიფო გადატრიალებებს, კონფლიქტებს ან ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმებსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება, -ნათქვამია ანგარიშში. 

მსგავსი სიახლეები