ოპტიმიზმს არ ვკარგავ! - მსახიობი ეკა ნიჟარაძე აქციას შეუერთდა

28.11.26 20:14
ოპტიმიზმს არ ვკარგავ! - მსახიობი ეკა ნიჟარაძე აქციას შეუერთდა

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფმა მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ 28 ნოემბრის მოვლენებიდან გასული ორი წელი "შაბათის ეთერთან" შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ.

ნიჟარაძის თქმით, მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი შეუპოვრობისა და ღირსების მაგალითია, რადგან საზოგადოება არსებულ მდგომარეობას არ ეგუება. მან აღნიშნა, რომ დროის გასვლით ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მძიმდება და სირთულეები ყველა სფეროს შეეხო.

„ორი წლის წინ, 28 ნოემბერს ვვარაუდობდით ჩვენ, რა შეიძლება წინ ყოფილიყო, რა გველოდა - იმაზე ბევრად უფრო უარესი რაღაცები მოხდა. ალბათ ვერასოდეს რომ ვერ წარმოვიდგენდით, რაც არ უნდა დიდი გაქანების ფანტაზია გქონოდა, მართლა ვერ წარმოვიდგენდით იმას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება.

დღეს რომ ისევ ეს ხალხი დგას, რისი მაგალითია ეს? - შეუპოვრობის, ღირსების, მე ვიტყოდი, იმიტომ, რომ არ ეგუება ხალხი ამას და ვერც შეეგუება. და რაც დღე გადის, მით უფრო უარესი და უარესი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. არ ვიცი, რომელ სფეროს შევეხო, ანუ სფერო არ არსებობს, სადაც წესრიგია.

კითხვაზე, დაკარგა თუ არა ოპტიმიზმი გასული ორი წლის განმავლობაში, მსახიობმა უარყოფითი პასუხი გასცა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპტიმიზმის დაკარგვის შემთხვევაში აქციაზე არ იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები