ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა "ოცნებას" პასუხობს
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი (ნიკოლოზ) გინტური, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა და საქართველოს მოქალაქეებს რუსეთისადმი წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, რუსეთი ოკუპანტი და მტერია, რომელმაც ქართველები დახოცა, ხოლო ხელისუფლება ქვეყნის რუსეთთან დაახლოებას ცდილობს, რაც, როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების სურვილს არ წარმოადგენს.
გივი (ნიკოლოზ) გინტურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით მძიმეა ტელევიზიით იმის მოსმენა, თითქოს რუსეთი მეგობარია ან მასთან ურთიერთობაა სასურველი, და დასძინა, რომ სიტყვა „რუსის“ გაგებაც კი არ სურს.
რუსეთი არ გვჭირდება, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის ჩვენი მტერი. რუსეთი ქართველებს ხოცავდა, რად გვინდა რუსეთისკენ წავიდეთ და ხელისუფლება მიდის, რომ რუსეთთან დაგვაახლოოს და საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ რუსეთთან დაახლოება. თითოეულებს უნდათ, თვითონ უნდათ, მთავრობის ხალხს უნდა.
ჩემთვის ძაან მძიმეა, რომ გავიგებ ხოლმე ტელევიზიაში, რომ "რუსეთი ჩვენი მეგობრები არიან, რუსეთთან ურთიერთობა გვინდა" - მე საერთოდ არ მინდა, სიტყვა „რუსის“ გაგებაც არ მინდა.“ - განაცხადა გინტუმა.
დღეს თბილისში დიდი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - პროტესტი ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების წლისთავს ეძღვნება. "2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დავაყენებთ“ - თქვა კობახიძემ ორი წლის წინ, რასაც მოქალალაქეებს პროტესტი და ხელისუფლებუის მხრიდან მომიტნგეების არაერთი დარბევა მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური სამი წლის წინ, 6 ნოემბერს მოკლეს. ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაცხრილეს.