რიყის თეატრი იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც გართმევენ - სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

16.07.26 13:48
რიყის თეატრი იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც გართმევენ - სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

 

 

ნუთუ არ გესმით, რომ საქართველოში რიყეზე აშენებული რიყის თეატრი იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც თქვენ გართმევენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ რიყის დოქები მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო პროექტად იქნა დასახელებული, რომელსაც ახლა ქართველ ხალხს უნგრევენ. 

ნუთუ არ გესმით, რომ საქართველოში რიყეზე აშენებული რიყის თეატრი ეს არის სააკაშვილის ახირება, ეს იყო მასიმილიანო ფუქსასის გენიალური ქმნილება, რომელიც დაასახელეს წლის საუკეთესო პროექტად მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს არ იყო არც სააკაშვილის, არც ვინმე ცალკეული შემსრულებლის ან ხელოვანის, ეს იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც თქვენ გართმევენ, თქვენ გინგრევენ, - განაცხადა სააკაშვილმა. 

რიყის დოქების დემონტაჟისთვის მზადება დაწყებულია. შენობას უკვე შემოავლეს სამშენებლო ღობე, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მიიყვანეს, ხოლო თბილისის მერიამ იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის პროექტის დემონტაჟზე ოფიციალური ნებართვა გასცა. დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. 

მსგავსი სიახლეები