მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს "ისტორიულს" უწოდებს

16.07.26 15:56
მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს "ისტორიულს" უწოდებს

მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტის,  სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოში ვიზიტს "ისტორიულს" უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნული ვიზიტი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს ვუმასპინძლე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. დარწმუნებული ვარ, ეს ისტორიული ვიზიტი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საიმედო პარტნიორი და შუა დერეფნის საკვანძო რგოლი, მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს კავშირები ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ციფრული ეკონომიკის მიმართულებებით. დარწმუნებული ვარ, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, შავი ზღვის ფაქტორი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პერსპექტივა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
ისტორიულად საქართველოსა და თურქმენეთს, როგორც  აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ ქვეყნებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არსებული პოლიტიკური დიალოგი კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში აისახოს.
ხაზი გავუსვი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობასაც. მჯერა, ახალგაზრდებს, აკადემიურ წრეებსა და კულტურულ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობას.
მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია ყაველაშვილის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში

მსგავსი სიახლეები