ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ “ოცნების“ და მარია ზახაროვას განცხადებები ერთმანეთს დაემთხვა

16.07.26 18:43
ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ “ოცნების“ და მარია ზახაროვას განცხადებები ერთმანეთს დაემთხვა

ევროკავშირთან ერთიერთოების შესახებ “ოცნების“ და მარია ზახაროვას განცხადებები ერთმანეთს დაემთხვა. 

ზახაროვას პარალელურად, ვოლსკი პარლამენტში ამტკიცებდა, რომ დასავლეთი საქართველოში "ხელისუფლების შეცვლით  არის დაინტერესებული"

გია ვოლსკი ირწმუნებოდა, რომ ივანიშვილის გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირთან ურთიერთობები განახლდეს, თუმცა შედეგი არ ჩანს.

რა დავაშავეთ, სად ნახეს შავი ხვრელი, თავის საკუთარი თავის გარდა, სად ნახეს ხვრელები, - ამბობს ვოლსკი. 

საქართველოს ომში ჩართვა გამოიწვევს იმას, რომ საქართველო დაინგრევა და ამ ნგრევის შედეგად, იქნება წინაპირობა, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდეს ძალა, გაერთიანება, თუკი ამას ძალა და გაერთიანება ჰქვია, ევროპის ბიუროკრატიისთვის სასარგებლო ადამიანებისგან ჩამოყალიბებული - გვარამია, სააკაშვილი და მისთანები. შუა დერეფნის სტაბილურობას, რა საკვირველია, მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მათთვის რამდენიმე წელიწადს არ აქვს მნიშვნელობა. ის რიტორიკა, რომ საქართველო არის პრორუსულია, ჩვენთვის არათუ მიუღებელია, არამედ რეალურ სიტუაციას არ გამოხატავს, ეს ერთი და მეორე - არ გაღიარებს ხელისუფლებას. რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, თუ არა მიიღოს კანონი იმის თაობაზე, რომ შავი ფული საქართველოში არ უნდა შემოვიდეს. სხვა რა დავაშავეთ, სად ნახეს შავი ხვრელი, თავის საკუთარი თავის გარდა სად ნახეს შავი ხვრელები. ამ ფორმულით, როგორ გიტრიალდებათ ენა და კიდევ ჩვენ გვეუბნებით, გადადგით, გადავდგით, მეტი რა ნაბიჯი გადავდგათ, - ამბობს ვოლსკი. 

  • "ყველაფერი, რასაც დასავლეთში, მათ შორის საქართველოზე, აცხადებენ, მცდარია" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. 
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დღეს "ოცნების" მსგავსად, ისაუბრა საქართველოს შიდა საქმეებში გარედან ჩარევის მცდელობებზე და თქვა, რომ "საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა".

მსგავსი სიახლეები