საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ღიად იწონებს და აქებს ოკუპანტი და მტერი რუსეთის ფედერაცია - გრიგოლ გეგელია

16.07.26 18:49
საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ღიად იწონებს და აქებს ოკუპანტი და მტერი რუსეთის ფედერაცია - გრიგოლ გეგელია

პირველად ისტორიაში საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ღიად იწონებს და აქებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი და მტერი, რუსეთის ფედერაცია, - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებას.

გეგელიას თქმით, “ეს რეჟიმი ატარებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველთა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, კრემლის გასახარად.“

ეს არის კიდევ ერთი, მეასე შემთხვევა, როდესაც კრემლი ღიად აქებს „ქართული ოცნების“ რეჟიმს და იწონებს იმ პოლიტიკის კურსს, რასაც ეს რეჟიმი ატარებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველთა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, კრემლის გასახარად. ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ „ქოცები“ არიან რუსები, ეს რეჟიმი და კრემლი არის იდენტური, სინონიმური რამ. მათ ამოძრავებთ ერთი და იგივე მიზანი, მათ აქვთ ერთი და იგივე ლექსიკა, სულისკვეთება, პოლიტიკური რიტორიკა. მიზანი, რაც კრემლსა და „ქართული ოცნების“ რეჟიმს აერთიანებს, არის საქართველო ქართველების გარეშე და საქართველო, რომელიც იქნება მიერთებული პოლიტიკურად, ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად, რუსეთის ფაშისტურ ფედერაციას. „ქართული ოცნების“ სპიკერების რიტორიკა და ის, რომ ეს რიტორიკა და „ქოცური“ პრაქტიკა არის კრემლისთვის გასახარი, ვფიქრობ, ყველა ნამდვილი ქართველი მოქალაქისთვის უნდა იყოს მკაფიო დასტური და განგაშის ზარის საგანი, რადგან ამაზე უფრო თვალსაჩინოდ ვერავინ დაინახავს იმას, რომ ეს რეჟიმი და კრემლი არიან ერთი და იგივე. პირველად ისტორიაში საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ღიად იწონებს და აქებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი და ჩვენი მტერი რუსეთის ფედერაცია“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან მიმართებით ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის “ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა.“ ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველო თვალსაჩინო მაგალითია უპრეცედენტო ჩარევის იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელიც სუვერენიტეტის ყველა ნიშანს ფლობს.

მსგავსი სიახლეები