დასაფიქრებელია, რუსეთის პარალელურად რატომ აძაგებენ და აკრიტიკებენ დასავლეთს ჩვენი პოლიტიკოსები - შაიშმელაშვილი

16.07.26 19:07
დასაფიქრებელია, რუსეთის პარალელურად რატომ აძაგებენ და აკრიტიკებენ დასავლეთს ჩვენი პოლიტიკოსები - შაიშმელაშვილი

“თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი შაიშმელაშვილი  მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რუსეთის ოფიციალური პირები რატომ აქებენ  “ოცნების“ ლიდერებს, მაშინ როცა ამას არაცერთი ქვეყნის პოლიტიკურ პირზე არ აკეთებენ.

როგორც შიშმელაშვილმა მარია ზახაროვას განცხადებების შესაფესბიას განაცხადა, ასევე დასაფიქრებელია, რატომ ზუსტად იგივე სიტყვებით რატომ აძაგებენ და პარალელურად აკრიტიკებენ დასავლეთს ივანიშვილის გუნდის წევრები.

მისივე თქმით, დასავლეთთან კონფლიქტში შესვლა რუსეთის ეროვნულ ინტერესშია, ხოლო საქართველოს მხრიდან იგივეს კეთება ქვეყნის ინტერესების ღალატი.

ამ ყველაფრის შეფასებისას, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უნდა დაფიქრდეს ორ რამეზე - ერთი, მოუსმენიათ თუ არა მათ ოდესმე, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირი აქებდეს რომელიმე სახელმწიფოს პოლიტიკურ ლიდერს, რუსები, როგორც წესი, ამას არ აკეთებენ და მეორე, რატომ აქებენ და რატომ იმეორებენ, ზუსტად იგივე სიტყვებით რატომ აძაგებენ და პარალელურად აკრიტიკებენ დასავლეთს ჩვენი პოლიტიკოსები, როგორც ამას აკეთებს მარია ზახაროვა. რუსეთისთვის დასავლეთთან მეგობრობა არის ტრადიციული საგარეო პოლიტიკური მიზნების შესრულების ნაწილი. ისინი შედიან რა კონფლიქტში დასვლეთთან, ასე თუ ისე, პასუხობენ რუსი ხალხის მოთხოვნას, მართლაც ემსახურებიან საკუთარი ეროვნული ინტერესების რეალიზაციას. ქართველი პოლიტიკოსები როდესაც დასავლეთთან კონფლიქტში შედიან, ისინი ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - ამბობს შაიშმელაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან მიმართებით ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველო თვალსაჩინო მაგალითია უპრეცედენტო ჩარევის იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელიც სუვერენიტეტის ყველა ნიშანს ფლობს.

მსგავსი სიახლეები