თუ შეგხვდებათ რაიმე სახის ჩანაწერი, რომელშიც უშვერი სიტყვებით ვიხსენიებ ივანიშვილს, ვადასტურებ, რომ ეს ვარ მე - ხოშტარია
პატიმრობაში მყოფი “დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს.
როგორც ხოშტარია წერს, თუ ვინმეს შეხვდება მისი ვიდეო, ან აუდიო ჩანაწერი, სადაც ის ივანიშვილს აგინებს, წინასწარვე აცხადებს, რომ ჩანაწერი ნამდვილია.
მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც უშვერი სიტყვებით ვიხსენიებ ბიძინა ივანიშვილს, ან ვმუშაობ მისთვის სანქციების დაწესებაზე, ან ვამხელ რუსეთთან მის კავშირებს და მის ძალადობრივ ბუნებას, ვადასტურებ, რომ ეს ვარ მე, - წერს ხოშტარია.