თაზო დათუნაშვილის თქმით, მათ აქვთ მოქმედების გეგმა ყველა მოცემულობაში, მათ შორის უმძიმესშიც

16.07.26 21:50
თაზო დათუნაშვილის თქმით, მათ აქვთ მოქმედების გეგმა ყველა მოცემულობაში, მათ შორის უმძიმესშიც

“ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ ისინი მზად არიან ყველა სცენარისთვის, ეს იქნება პოლიტიკური ლიდერების დაკავება თუ მათი პარტიის აკრძალვა.

პოლიტიკოსის თქმით, მოლოდინი მძიმე აქვთ, რადგან კარგად ჩანს, საითაც მიემართება ეს პროცესი. 

მისივე თქმით, ეს არის აბსურდი, რომლის მიზანია, აბსოლუტურად ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, ვისაც შესწევს უნარი ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში დაამარცხოს და მოაშოროს ამ ქვეყანას, ციხეში უნდა აღმოჩნდეს.

იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც ბოლო 2 წელია ქვეყანაში დგას, ყველა სცენარისთვის მზად ვართ. მოლოდინი არის მძიმე, იმის, თუ საითკენაც მიემართება მთელი ეს პროცესი. აბსურდულობის იმ ხარისხს, რაც მიდის ამ ე.წ. ჟესტიკულაციის და თვალის პაჭუნის პროცესზე, აბსურდულობის ეს ხარისხი შეეფერება მხოლოდ ტოტალიტარული, სტალინური რეჟიმის დროს, 30-იან წლებში რეპრესიებს. ეს არის ბოროტი აბსურდი. ის ადამიანები, რომლებიც ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ყველა ჯოჯოხეთის ბორბალის დროს, რაც ამ ქვეყნსი დროს დატრიალებულა, ყველგან არასწორ მხარეს იდგნენ, სხვადასხვა თაობის სუკის და კრემლის აგენტები, გაერთიანდნენ ერთ კონგლომერატში და დღეს ივანიშვილის დაკვეთით და ეს კოლექტიური ნანა კაკაბაძე, გოგა ხაინდრავა ხალხი, ჯაბა იოსელიანის ავოკატები იყვნენ, სოხუმი გამოზიდეს ომის დროს, ეს პოლიტიკური ნალექი და პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოსაჩენი ხალხი, დღეს ბადრი ჯაფარიძეს, საქაართველოს მოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერს, გამსახურდიას თანაგუნდელს, ნანა კაკაბაძე ასამართლებს. ბადრი ჯაფარიძეზე ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა და ქვეყნის დამხობა უნდოდა, ვინც დაამხო ბადრი ჯაფარიძე კანონიერ ხელისუფლებაში.

საითკენაც მიდის ეს პროცესი, ეს არის, რომ აგვისტოს თვეში ბოლოსკენ უნდა გაიყვანონ ეს აბსურდი, რომლის მიზანია, აბსოლუტურად ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, ვისაც შესწევს უნარი ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში დაამარცხოს და მოაშოროს ამ ქვეყანას, ციხეში უნდა აღმოჩნდეს, ხოლო ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს “ქართული ოცნების“  დამარცხება პოლიტიკურად, ყველა ძალა უნდა აიკრძალოს , - განაცხადა დათუნაშვილმა. 

მისი თქმით, მათ უკვე აქვთ მოქმედების გეგმა, უმძიმეს მოცემულობაშიც კი. 

ჩვენი ძალისხმევის და საქმის უდიდესი ნაწილია იმ სტრატეგიის დაგეგმარება, რომ ყველა მოცემულობაში, მათ შორის უმძიმესშიც, გავთვალოთ როგორია ჩვენი მოქმედების გეგმა. ჩვენი მოქმედების გეგმაა, გავაგრძელოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გადარჩენისთვის ბრძოლა. ეს გზა გადის იმაზე, რომ ამ ქვეყანამ თავისი ევროპული არჩევანი და  ის გზა, რომელიც არის ერთადერთი სწორი და დღესაც კი, ამ ღვირახსნილი პროპაგანდის პირობებშიც, საქართველოს მოსახლეობსი 70 % -ზერ მეტი ხედავს, რომ სწორედ იქ ხედავს ერთადერთ გამოსავალს, - განაცხადა დათუნაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები