კობახიძის შემდეგ კელი დეგნანს "პოლიტიკურ ტერორიზმში" მდინარაძეც ადანაშაულებს
მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც კელი დეგნანი პოლიტიკურ ტერორიზმში დაადანაშაულა, სრულად იზიარებს. "პირველები" დაინტერსედა, როგორ წარმოუდგენია "ქართულ ოცნებას" აშშ-თან ურთიერთობების დალაგება მაშინ, როდესაც პარტნიორების მიმართ მსგავს ბრალდებებს აჟღერებს.
მამუკა მდინარაძე დღესაც ამტკიცებდა, რომ აშშ-ს წარმომადგენლები საქართველოს ომში ჩართვას მოითხოვდნენ.
თქვენ კითხვა რას ჰგავს, იცით? "ადამიანს დამნაშავედ აცხადებთ იმის გამო, რომ ცემაში მოკლა მეორე ადამიანი?" მხოლოდ ამის გამო რას ჰქვია? მხოლოდ ამის გამო კი არა, ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. და, მან უწოდა "დემოკრატიის შავი დღე". დედას ხომ არ შეიგინებოდა? მხოლოდ იმის გამო, რას ჰქვია? ხალხი, პირდაპირი გაგებით, ლამის ცემაზე გადმოვიდა, ოთახებში იყო მუშტების და ხელების ბრახუნი მაგიდებზე ომის მოთხოვნით და თქვენ "მხოლოდ იმის გამოო" იძახით. მაშინ დავყოლოდით ამ "რაღაც ნებებს", არ დავკონკრეტდები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, და შევსულიყავით, გვეომა და მერე ვიძახებდით, რომ ტრილიონებს მოგვცემენო, რამდენიმე მილიარდს სესხად და გაუბედურებული ეკონომიკა, დახოცილი ადამიანები, ეს გვექნებოდა. ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს ან რომელიმე ელჩს რაღაცა კანონის შეფასებას? წინა ადმინისტრაციის დავალებით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ტერორი საქართველოზე, დიახ.
მდინარაძემ ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის ნორმალიზება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა, მისი შეფასებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზე „დიფ სთეითის“ გავლენა შემცირდება.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნორმალიზებაზე და არა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის და როდესაც ვსაუბრობთ დიფ სთეითზე, როდესაც ჩვნ ვსაუბრობდით არაფორმალური გავლენების მოქმედებებზე, მათ შორის ადმინისტრაციებთან მიმართებით, მათ შორის საკუთრივ და კერძოდ, აშს-ს ადმინისტრაციასთან მიმართებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და არ მოვრიდებივართ, რომო გავლენა არაფორმალური დიფ სთეითის და ასევე სხვადასხვა ჯგუფების, კვლავ ვიფიქრებთ, რომ ძალაშია, შეიძლება ნაკლებად, მაგრამ მაინც, ეს ხარვეზები ქვეყნებს შორის ურთიერთობაში მათი მხრიდან არ გაოსწორებულა. მოწონება-არმოწონებაზე, პოლიტიკურ გემოვნებაზე კი არ არის, საუბარია მხოლოდ იმაზე, რამდენად გათავისუფლდება კონკრეტული მიმართულების ახალი ადმინისტრაციის ადამიანების მოქმედება ძველი იმ გავლენებისგან, როლებიც იწოდებოდ თავად ტრამპის მიერ დიფ სთეითის გავლენებად, - თქვა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, აშშ-თან ურთიერთობების საკითხი ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზეც განიხილეს. მდინარაძე ამბობს, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობას, დიახ, ვისაუბრეთ. თქვენ მთხოვთ ახლა მე, რომ დახურული შეხვედრიდან ამბები გამოვიტანო, რასაც მე, სამწუხაროდ, ვერ გავაკეთებ. ჩვენ გვქონდა ბევრი საუბარი ამასთან დაკავშირებით. მათაც ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული და მე ბედნიერი ვარ, მოახრული ვარ, რომ იგივე შეხვედრებზე ერთი დეტალი და მათ შორის ბევრი, რაც შეიძლება გამოვიტანო ის არის, რომ ისინი არ ასუბრობენ. წინდა ადმინისტრაციის ადმინისრაციის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, სხვათაშორის დავალების კონტექსტში, იურიდიული კომიტეტის ხელმღვანელს და წევრებს რომ ესხდნენ პარლამენტში და ეს კანონი ასე მიიღეთ და ის კანონი ისე მიიღეთო, სასამართლოში წარმომადგენელი რომ ეჯდათ, ასეტი არ ხდება, ეს არის ერთი ძალიან დიდი საქმე, - ამბობს მდინარაძე.