"საქართველოზე ლიბერალური სავიზო პოლიტიკა, მხოლოდ ანტარქტიდას აქვს" - დავით ჯინჭარაძე

20.07.26 22:42
"საქართველოზე ლიბერალური სავიზო პოლიტიკა, მხოლოდ ანტარქტიდას აქვს" - დავით ჯინჭარაძე

"აქ მთავარი პრობლემა იყო სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობა" - ამის შესახებ "ერთი ხალხი - ერთი საქართველოს" წევრმა, დავით ჯინჭარაძემ განაცხადა და კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილში დაპირისპირებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, "საქართველოზე ლიბერალური სავიზო პოლიტიკა, მხოლოდ ანტარქტიდას აქვს". 

დავით ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და კანონი, "ადამიანების რეაქციებზე ვერ იღებს სახელმწიფო ვერანაირ პასუხისმგებლობას და ზუსტად ეს ვიხილეთ".

აქ მთავარი პრობლემა იყო სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენზე ლიბერალური სავიზო პოლიტიკა აქვს მხოლოდ ანტარქტიდა, რომელსაც საერთოდ არ ჰყავს არც ხელისუფლება, არც სავიზო რეჟიმი იმიტომ, რომ ყველას შეუძლია საქართველოში შემოსვლა, შეუძლიათ შემოსვლა ერთი წლით, ეს ადამიანები შემოდიან, მათ ვერ აკონტროლებს სახელმწიფო და შემდეგ უკვე, როდესაც არ არსებობს სამართალი და კანონი, ადამიანების რეაქციებზე ვერ იღებს სახელმწიფო ვერანაირ პასუხისმგებლობას და ზუსტად ეს ვიხილეთ. 

მე რასაც ვხედავ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენი ხშირად გაყოფილი საზოგადოება დაახლოებით ერთსა და იმავე აზრზე არიან, რომ კი, არავის არასდროს საქართველოში არ სიამოვნებს იმ სცენის ყურება, როცა კაცი, ნებისმიერი მიზეზით, ურტყამს ქალს, თუმცა ასევე ამავე ადამიანებს არასდროს არ სიამოვნებთ იმის ყურება, როგორ ასხამს გაურკვეველ სითხეს სტუმარი, რომელიც უნდა იყოს სტუმარი და სინამდვილეში არის ოკუპანტი, ადამიანებს, რომლებიც სხედან სუფრასთან, ყველამ იცის ეს რა ტრადიციაც არის. შესაბამისად, ეს იყო რომ აქ ბრალი არის არა კონკრეტული ადამიანის, ან სასტუმროსი, არამედ სახელმწიფოსი. გავრილოვის ღამესაც ეს იყო, ზოგადად როდესაც რუსები შემოდიოდნენ ყოველთვის ეს იყო, შემოუშვებდნენ ადამიანებს და შემდეგ ამბობდნენ, რომ ჩვენ რა - ისინი ხომ ტურისტები არიან," - განაცხადა დავით ჯინჭარაძემ. 

რა მოხდა 18 ივლისს? 

18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.

წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების  მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. 

პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა. 

მსგავსი სიახლეები