"ის დამოკიდებულება, რომ ეს ყველგან ხდება, თბილისში სანიაღვრე პრობლემას ვერ მოაგვარებს" - ოპოზიციის პასუხი კალაძეს

21.07.26 12:06
"ის დამოკიდებულება, რომ ეს ყველგან ხდება, თბილისში სანიაღვრე პრობლემას ვერ მოაგვარებს" - ოპოზიციის პასუხი კალაძეს

"ის დამოკიდებულება, რომ ეს ყველგან ხდება, თბილისში სანიაღვრე პრობლემას ვერ მოაგვარებს" - ასე უპასუხებს ოპოციაში კაკა ხალაძემ, რომელაც დღეს თქვა, რომ ქუჩები ძლიერი წვიმის დროს ევროპის ქვეყნებშიც იტბორება. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, თბილისს სანიაღვრე სისტემებსი პრობლემა დიდი ხანია აქვს, თუმცა კახა კალაძე საკუთარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს ყველა იმ პრობლემის წინაშე, რომელიც თბილისს აქვს

კახა კალაძეს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ის მესამედ არის თბილისის მერი და  ამაზე მეტი ვადა აღარ არსებობს. ამდენი წლის განმავლობაში უნდა მოეგვარებინა ის ამბავი, რომ თბილისს ყოველი წვიმის დროს სანიაღვრეების პრობლემა არ ჰქონდეს და უამრავი ადამიანი არ ზარალდებოდეს ამით. დაზიანდა ავტომანქანები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა გზის საფარი. ეს ყველაფერი არის იმის დამსახურება, რომ არასოდეს კახა კალაძე საკუთარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს ყველა იმ პრობლემის წინაშე, რომელიც თბილისს აქვს.  ის დამოკიდებულება, რომ ეს ყველგან ხდება - გუგლში მოგვაძებნინებს და გვანახებს, ბუნებრივია, რომ ასე ამ პრობლემას ვერ ეშველება. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოერკვნენ, უნდა გამოფხიზლდნენ, უნდა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა", - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი. 

კორუფციის მკვლევარის და კოალიცია "ცვლილებისთვის" წვერის, ბესო დონაძის ინფორმაციით, თბილისს ერთი სანიაღვრე სისტემა. მისი თქმით, დედაქალაქის უბნებს ცალ-ცალკე სანიაღვრე სისტემა არ აქვ და ამიტომ  იქნება ყოველი სტიქიის დროს პრობლემა და იტბორება თბილისი.

დონაძის თქმით, ეს კახა კალაძემ ძალიან კარგად იცის. 

"კალაძე ვერ აწესრიგებს სანიაღვრე სისტემებს თბილისში, რადგან მისთვის პრიორიტეტი მხოლოდ ფულის შოვნაა" - ამბობს დონაძე. 

დიდ დიღომს და ვაზისუბანს ცალ-ცალკე სანიაღვრე სისტემა არ აქვს. ქალაქს აქვს ერთი სანიაღვრე სისტემა, ერთი ქსელი არის და რადგან პრობლემა არის, პრობლემა არის მთელს თბილისში.  ანუ ეს უნდა გაიაზროს კალაძემ და არა რომელიმე ქუჩაზე, ან დადიანზე ან ხომლელზე ან სადმე პრობლემები. ეს პრობლემა არის თბილისის პრობლემა და ეს პრობლემა გვარდება ერთიანი მიდგომით. ყველგან თუ არ მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა - ასე ერთი კონკრეტრულად, ან ჭავჭავაძეზე, ან წერეთელზე, და ისიც უხარისხოდ სანიაღვრეს მოწესრიგება დატბორვას ვერ გადაარჩენს თბილისს. კალაძე ვერ ახერხებს ამ ყველაფრის გაკეთებას. ფული არის, ადამიანური რესურსი არის, პრობლემა ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ კეთდება. ვერ კეთდება იმიტომ, რომ თბილისის მაცხოვრებლების არსებული პრობლემები არ არის პრიორიტეტული კალაძისთვის. მისთვის პრიორიტეტი არის ფულის შოვნა. და როდესაც თბილისსა და ფულის შოვნას შორის არჩევანი არის ფულის შოვნა, შესაბამისად, თბილისი მივიღეთ ისეთი, როგორიც არის", - აცხადებს ბესო დონაძე. 

წყლით სავსე ქუჩები, პარალიზებული გზები, გაჩერებული ავტობუსები და მანქანები - ასეთი სურათი იყო გუშინ ღამით თბილისში. დედაქალაქი ისევ დაიტბორა.  

უხვი ნალექის გამო რამდენიმე უბანში უმძიმესი ვითარება იყო. მოქალაქეები ქუჩებში გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. 

მოქალაქეები  კადრებს აქვეყნებდნენ წყლით გავსებული ავტობუსებიდანაც. ხალხი დახმარებას მთელი ღამე ითხოვდა. 

 

მსგავსი სიახლეები