ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

01.03.21 11:00
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ იგეგმება ერთობლივი განცხადების გაკეთება/

 შარლ მიშელი საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოფრინდა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირში საქართველოს ელჩი დახვდნენ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი  დღეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. 

მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.