"არ არის არც საინტერესო, არც სერიოზული" - კობახიძე აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე
"არ არის არც საინტერესო, არც სერიოზული" - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას, სადაც საქართველოში რუსულ და ჩინურ გავლენებზეა საუბარი.
კობახიძის თქმით, აქტში ჩანაწერი ჯო უილსონის ინიციატივით გაჩნდა, კონგრესმენის ინიციატივით შესული შესწორებები კი "აბსოლუტურად არ არის საინტერესო".
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ისინი კვლავ ელოდებიან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას და ამერიკის ოფიციალურ პოზიციას.
აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია ასეთი ჩანაწერი. თქვენ იცით, რომ ინიციატივა არის ჯო უილსონის და ამ ერთი კაცის ინიციატივით შევიდა ეს ჩანაწერი კონგრესის აქტში, შესაბამისად ჩვენთვის არ არის არც საინტერესო, არც სერიოზული. თან გუშინ ირანიც იყო წარმოდგენილი საქართველოში ძალიან ღრმად და დღეს ეს წარმომადგენლობა ირანის მხრიდან საერთოდ დაიკარგა, ეს მცირე ირონიული გადახვევა. აბსოლუტურად არ არის საინტერესო ჯო უილსონის ინიციატივები, მისი ინიციატივით შესული შესწორებები. ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას, საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან და ამასთან დაკავშირებით ველოდებით ამერიკის ოფიციალურ პოზიციას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა.
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ახლა სენტაში უნდა გადაიგზავნოს, საიდანაც მხარდაჭერის შემთხვევაში დონალდ ტრამპს გადაეგზავნება ხელის მოსაწერად, ამის შემდეგ კი მარკო რუბიოს განსაზღვრული დრო ექნება, რათა საიდუმლო ანგარიში მოამზადოს საქართველოს შესახებ.
ამის შემდეგ გაირკვევა, რა სტრატეგიას აირჩევს ამერიკა საქართველოსთან ურთიერობისთვის.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი