“ოცნების“ მიერ შექმნილმა ე.წ. “ქართულმა საზოგადოებამ” მიგვიყვანა უფსკრულამდე - "ოცნების" ყოფილი ლიდერი

23.07.26 17:59
“ოცნების“ მიერ შექმნილმა ე.წ. “ქართულმა საზოგადოებამ” მიგვიყვანა უფსკრულამდე - "ოცნების" ყოფილი ლიდერი

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებით “ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ “წარმოუდგენელია დუმბაძის შემოქმედებით მოამაყე ერი მხარს უჭერდეს, ახალისებდეს და ამართლებდეს ძალადობას.“

მისი თქმით,  “ოცნების“ მიერ შექმნილმა ე.წ. “ქართულმა საზოგადოებამ” მიგვიყვანა უფსკრულამდე, სხვა შეფასება ვერ ექნება გუშინდელ მოვლენებს.

წარმოუდგენელია უძველესი კულტურის, მართლმადიდებელი და ნოდარ დუმბაძის შემოქმედებით მოამაყე ერი მხარს უჭერდეს, ახალისებდეს და ამართლებდეს ძალადობას. ქართული ოცნების მიერ შექმნილმა ე.წ. “ქართულმა საზოგადოებამ” მიგვიყვანა უფსკრულამდე, სხვა შეფასება ვერ ექნება გუშინდელ მოვლენებს.

#თავისუფლება ვახოს და პოლიტპატიმრებს

#სოლიდარობა ონისეს და სისტემური ძალადობის მსხვერპლებს,- წერს ჯანელიძე.

ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო". 

რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

მსგავსი სიახლეები