“ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ყულევის ქარხნის საეჭვო საქმიანობა რომ შეემჩნიათ, თავად დაასანქცირებდნენ

24.07.26 13:44
“ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ყულევის ქარხნის საეჭვო საქმიანობა რომ შეემჩნიათ, თავად დაასანქცირებდნენ

 

 

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქციების სიაში - “ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ არაფერი შეუმჩნევიათ საეჭვო “ბლექსი პეტროლიუმის“ საქმიანობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონვე მიიღებდნენ ზომებს.

ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ მართალი მენეჯმენტში ვერ ერევიან, მაგრამ დასანქცირებული ტვირთის მოძრაობა რომ არ უნდა ხდებოდეს, არცერთ კომპანიაში, ამაში ერევიან.

მენეჯმენტში ვერ ვერევით, მაგრამ ის, რომ სანქციების გვერდის ავლით, სანქციების კი არა, დასანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ უნდა ხდებოდეს, არცერთ კომპანიაში, ამაზე პასუხისმგებლობას, ამ კონკრეტულ ნაწილში ვერევით და ჩვენ ამ კონკრეტულ ნაწილში ვახდენთ მხოლოდ ზედამხედველობას. მსგავსი რამე რომ შეიმჩნეოდეს, დამიჯერეთ ევროკავშირამდე ჩვენ გვექნებოდა რეაგირება და არაერთი შემთხვევა ყოფილა მსგავსი, რადგან არ შეიმჩნევა, რეაგირებაც არ გვაქვს, ზუსტად არგუმენტირებული პასუხი ექნებათ და კომპეტენტური, დასაბუთებული შესაბამის კომპანიას ევროკავშირთან და ახლა თუ შარზე არ არის ევროკავშირი და ისევ რაღაც ხელის გადაგრეხვის პრინციპით არ იმოქმედებს. ჩვენ არ შეგვიმჩნევია, რომ შეგვემჩნია,  ყოველ შემთხვევაში, მე რა ინფორმაციაც მაქვს, აუცილებლად იქნებოდა რეაგირება ევროკავშირამდე, იქნებოდა ჩვენი სანქციები, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემოდა არაერთი პირი, - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.

  • ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.  პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.
  • სანქციების სიაში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სანქცია ძალაში 6 თვეში შედის.
  • სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად. 

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები